"სამტრედიამ" საპასუხო მატჩში "გაბალას" დამარცხება შეძლო

AutoSharing Option
7 ივლისს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზრბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლა.

შეხვედრა სამტრედიელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "გაბალას" გამარჯვებით ანგარიშით 5:1 დასრულდა. შესაბამისად "სამტრედია" ევროპის ლიგას გამოეთიშა.

რაც შეეხება თამაშს, ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ პენალტით შეძლო. სტუმრებმა გათაბრება 42-ე წუთზე თეო უიკსის გოლით მოახერხეს. 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
dave-ს

მაგას მე ვწერდი,ნაცნობისაა ეგ იდეა უკევ წლებია და პროექტიცაა განაგზავნი ხეჩიკაშვილთან და კობიაშვილთან, მაგრამ ორივეს მისაღებ-კაბინეტები გამოტენილი ჰყავთ არაფრისმქნელი, უსაქმური,მუქთახორა მაღალხელფასიანი ქართული ფეხბურთის მტრებით.
როგორც კი ეს საკითხი რეალურად შეეხება საბიუჯეტო კლუბებს,ნახე რა ყვირილი და წკავ-წკავი ატყდეს, მოსახერხ მილიონებზე ხალხის მოშორება ასე ადვილი არაა.მაგრამ თუკი ნამეტანი დააწვებიმ, უცბად გამოუჩნდებათ სპონსორები და ფულებიც,არც ამაში დაეჭვდე,მხოლდო ზეწოლაა საჭირო პრინციპიალური.
Guadua
16:07 08-07-2016
0
სამტრედია რო საშულო ევროპული კლასის გუნდი იქნება ორ წელიწადში ამაზე ბევრი აქედან სკდება გულზე უკვე ეტყობა
fauqa
15:51 08-07-2016
0

სიახლეები პოპულარული