"დინამო არენაზე" სპეციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის "დინამოს" ერთობლივი ინიციატივით, "დინამო არენაზე" მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის საშუალებითაც უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე პირები ფეხბურთზე დასწრებასა და გულშემატკივართან სრულყოფილ ინტეგრაციას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ინოვაციური პროექტი, მსოფლიოში უკვე აპრობირებულია, ხოლო საქართველოში პირველად განხორციელდა.

აღნიშნული სოციალური პროექტის საშუალებით უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული პირები შეძლებენ სრულად აღიქვან მატჩი და უგულშემატკივრონ "დინამოს". პრეზენტაციას "დინამოს" პრეზიდენტი - რომან ფიფია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი- ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მივესალმები თქვენს წამოწყებას.
გიო
19:38 11-07-2016
0

სიახლეები პოპულარული