შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ალაშკერტი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ ერევნის თბილისის "დინამოს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.
"მეტოქეს დიდ პატივს ვცემ. რთული იქნება, რადგან "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, მაგრამ შანსებს მაინც 50-50-ზე გადავანაწილებდი. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
"დინამო"-"არარატის" დაპირისპირებისას მეც ვთამაშობდი "არარატში". მაშინ სხვა დონე იყო, ეს მატჩი
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, კარგად ორგანიზებულიცაა და ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.
ჩემპიონატის ფორმატი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს, ამიტომ ჩვენსავით, ვერც "დინამო" იქნება 100%-ზე მზად. ტრავმები აწუხებს რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, თუმცა სათადარიგო სკამი ისეთი გვყავს, რომ შეძლებენ შეცვლას.
მართალია, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ უფორვარდოდ თამაშს ნამდვილად არ ვაპირებთ. შემტევი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განვიცდით და ხვალ გადავწყვეტ, თუ რა ტაქტიკას ავირჩევ "დინამოს" წინააღმდეგ სათამაშოდ.
ირაკლი კვეკვესკირიც დავიმატეთ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი შესაძლებლობები და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა. კლუბის პრეზიდენტთან ერთად მიზნად გვაქვს დასახული ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ძალიან დიდი ძალა იქნება როგორც სომხეთში, ისე ევროპაშიც. ამ ეტაპის დაძლევაც ჩვენი მიზანია!
ვისურვებდი, გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე მატჩის გამართვა იყოს საჭირო.
ასევე იხილეთ:
- იურაი იარაბეკი: დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ