გიორგი პაპუნაშვილი: გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც დღეს "დინამო არენას" თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ერევნის "ალაშკერტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამომ" დღეს ""ალაშკერტს" ანგარიშით 2:0 სძლია, პაპუნაშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე მეორე ტაიმში გამოიყვანა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"მადლობას ვუხდი ბიჭებს მონდომებისთვის, ვფიქრობ, პირველი თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ!

ჩემს ოჯახში დავბრუნდი, სადაც გავიზარდე. აქაურობა ჩემი განუყოფელი ნაწილია. ძალიან მოტივირებული ვარ და
მსურს, "დინამომ" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, დღესაც გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც შეეხება დინამოს მართლა დიდი ძალა დაუბრუნდა პაპუნას სახით და პირადად მე ნამდვილად მჯერა რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია თუ ისე ტოტენჰემივით სასწაული გუნდი არშეხვდა...
0
მართლა ისე ლაპარაკობთ გეგონება კარიერის პიკში იყო და ვერგაქაჩა, ჯერ 20 წლის არის და მთელი კარიერა წინ აქვს... ყველა 18-19 წლის ვერიპყრობს მწვერვალებს და ამ ბიჭს კი მართლა შეუძლია მინიმუმ ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდში თამაში...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული