გიორგი პაპუნაშვილი: გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც დღეს "დინამო არენას" თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ერევნის "ალაშკერტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამომ" დღეს ""ალაშკერტს" ანგარიშით 2:0 სძლია, პაპუნაშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე მეორე ტაიმში გამოიყვანა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"მადლობას ვუხდი ბიჭებს მონდომებისთვის, ვფიქრობ, პირველი თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ!

ჩემს ოჯახში დავბრუნდი, სადაც გავიზარდე. აქაურობა ჩემი განუყოფელი ნაწილია. ძალიან მოტივირებული ვარ და
მსურს, "დინამომ" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, დღესაც გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ის არი გერმანია რო დაიპყრო ? )) სადაც სჰენი ადგილია იქ დაბრუნდი მარტლა და სადაც ურტყავდი დღეს ბურთებს
beso
03:04 13-07-2016
0
მე კი მგონია რომ გამოჩნდა "ვერდერში"რატომაც ვერ გაქაჩე. ასეთი სულელური გადაწყვეტილებებით გერმანიაში არ გათამაშებდნენ და რომ არა დვალიშვილი "დინამო"რომელიღაც სოფლის გუნდს გავდა პირველ ტაიმში. და სომხეთში ნამდვილად იოლად ვერ გამოძვრებით ასეთი თამაშის დონით. ამბიციების ილუზია კი პირველივე მატჩში ჩაუკალით გულშემატკივარს ეს ფაქტია.
........
09:17 13-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული