ოთარ კიტეიშვილი: იარაბეკს დავალება არ მოუცია, უბრალოდ, მითხრა, შენი იმედი მაქვსო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა სომხურ "ალაშკერტთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

12 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "დინამომ" სომხეთის ჩემპიონს ანგარიშით 2:0 მოუგო. ანგარიში 56-ე წუთზე სწორედ კიტეიშვილმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"თამაში საკმაოდ რთული და დაძაბული გამოდგა, რადგან მეტოქე დაცვაში იყო ჩამჯდარი და საჯარიმოში შეჭრა და გამწვავება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე გატყდა და ბევრი მომენტიც შევქმენით.

ამ მონაკვეთში შედეგი იმან
გამოიღო, რომ "დინამომ" სწრაფად და აგრესიულად დაიწყო მეორე ნახევარი, მაგრამ ნურავინ ჩათვლის, რომ ამ ეტაპის ბედი გარკვეულია. სომხეთში რთული მატჩი გველის და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა...

რა დავალება მომცა მწვრთნელმა? რაიმე განსაკუთრებული დავალება არც მოუცია. უბრალოდ, მითხრა, შენი იმედი მაქვსო.

0:0 ჩვენთვის მისაღები შედეგი არ იყო, გოლი კი აუცილებლად უნდა გაგვეტანა. ამიტომაც შევეცადე, თამაში გამემწვავებინა, შეტევები უფრო კრეატიული გამეხადა და ბურთი საჯარიმომდე სწრაფად ამეტანა. სხვაგვარად სომხების დაცვას ვერ გავარღვევდით.

სასიხარულოა, რომ საბოლოოდ კარგი სხვაობით გავიმარჯვეთ", - თქვა თამაშის შემდეგ კიტეიშვილმა.

"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო დაპირისპირება ერევანში 19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართალი ხარ... პირველი ეგ ვიფიქრე. რა აზრი აქვს ეგეთ მწვრთნელობას.
giorgi-s
14 ივლისი 2016 06:19
0
და რამდენად სწორია როცა ფეწხბურთელი შეცვლაზე შედის და მწვრთნელი დავალებას არ აძლევს? მხოლოდ ეუბნება შენი იმედი მაქვსო?
გიორგი
14 ივლისი 2016 00:46
0
არაფერი გვეშველება ამ ეროვნულმა ჩემპიონატმა ქართული ფეხბურთი გაანადგურა, გამოსავალი ერთშია იქნებ როგორმე მოხერხდეს და ერთმა ქართულმა გუნდმა ითამაშოს უკრაინის ან სხვა უფრო ძლიერი ქვეყნის ჩემპიონატში
zmo
13 ივლისი 2016 15:34
0
მართალი ხართ ბათონო გუჯა, უბურთოთ საერთოდ არავინ მოდზრაობდა, იდგნენ ჩვენებიც და ისისნიც
ინასა
13 ივლისი 2016 14:51
0
გილოცავთ! ანგარიშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით... "დინამოს" ფეხბურთელებმა 57 სპრინტი გააკეთეთ, რაც ნიშნავს საშუალოდ 6 სპრინტი 1 ფეხბურთელზე (ქართველი ფეხბურთელი საშუალოდ 15 წუთში ერთხელ აკეთებდა სპრინტს, რაც ძალიან ცოტაა). ალაშკერტის ფეხბურთელებმა კი 28 სპრინტი გააკეთეს. ტოპკლუბები 90 წუთის განმავლობაში 300-დან 700 სპრინტამდე აკეთებენ.

განმეორებით მატჩში სპრინტების რაოდენობას თუ არ მოუმატებთ ძალიან გაგიჭირდებათ!
გუჯა კახაძე
13 ივლისი 2016 14:18
0
სადაც გიბლარტარის გუნდა მოუგო სელტიკს ჩვენც იქნება და მოუგოთ ვინმეს, თნდაც სენსაცია დააარქვან
Dinamo
13 ივლისი 2016 14:08
0
სადაც გიბლარტარის გუნდა მოუგო სელტიკს ჩვენც იქნება და მოუგოთ ვინმეს, თნდაც სენსაცია დააარქვან
Dinamo
13 ივლისი 2016 14:08
0
პირველად მრავალი წლის შემდეგ შეიკრიბა ისეთი გუნდი, რომელსაც აშკარად აქვს პოტენციალი გავიდეს თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ასე რომ მიდით ბიჭებო, საქართველოს სჯერა თქვენი!
namdvili zaza
13 ივლისი 2016 13:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული