12 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "დინამომ" სომხეთის ჩემპიონს ანგარიშით 2:0 მოუგო. ანგარიში 56-ე წუთზე სწორედ კიტეიშვილმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
"თამაში საკმაოდ რთული და დაძაბული გამოდგა, რადგან მეტოქე დაცვაში იყო ჩამჯდარი და საჯარიმოში შეჭრა და გამწვავება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე გატყდა და ბევრი მომენტიც შევქმენით.
ამ მონაკვეთში შედეგი იმან
რა დავალება მომცა მწვრთნელმა? რაიმე განსაკუთრებული დავალება არც მოუცია. უბრალოდ, მითხრა, შენი იმედი მაქვსო.
0:0 ჩვენთვის მისაღები შედეგი არ იყო, გოლი კი აუცილებლად უნდა გაგვეტანა. ამიტომაც შევეცადე, თამაში გამემწვავებინა, შეტევები უფრო კრეატიული გამეხადა და ბურთი საჯარიმომდე სწრაფად ამეტანა. სხვაგვარად სომხების დაცვას ვერ გავარღვევდით.
სასიხარულოა, რომ საბოლოოდ კარგი სხვაობით გავიმარჯვეთ", - თქვა თამაშის შემდეგ კიტეიშვილმა.
"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო დაპირისპირება ერევანში 19 ივლისს გაიმართება.
განმეორებით მატჩში სპრინტების რაოდენობას თუ არ მოუმატებთ ძალიან გაგიჭირდებათ!