გევორქ პოღოსიანი: "ალაშკერტს" ჯერ ნურავინ ჩამოწერს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ალაშკერტის" მცველი გევორქ პოღოსიანი იმედს არ კარგავს. მისი თქმით, ერევანში თბილისელებს სულ სხვა განწყობით დახვდებიან:

"ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. საერთოდაც, სუსტი ჩემპიონი არც მინახავს. პირველ ტაიმში თამაში ნორმალურად მიდიოდა. მეორე ნახევარში მომენტები ორივეს გვქონდა, მაგრამ "დინამომ" ამ შესაძლებლობებით ისარგებლა, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ.

0:2 სასიამოვნო ანგარიში არაა, მაგრამ
"ალაშკერტს" ჯერ ნურავინ ჩამოწერს. წინ მეორე თამაშია (იცინის).  

"მიმინოდან" გემახსოვრებათ, ქართველები და სომხები ერთმანეთს არაფერს ვუთმობთ. ასე რომ, კავკასიური დერბი ერევანში გაგრძელდება. ხომ ამბობენ, საშინაო შეხვედრაში კედლებიც გეხმარებაო, ჩვენ კი ძალიან გვეხმარება.

იმედია, საპასუხო შეხვედრისას ამაში თავადაც დარწმუნდებით. მაინც მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
პორტალთან ერთი კითხვა მაქვს, კიდე დიდხანს იქნება საიტზე ეს ინფორმაცია დადებული?? რაიმე განსაკუთრებულ იფორმაციას შეიცავს 2 დღეა რომ პირველი გვერდიდან არ იღებთ? ანუ სპეციალურად აკეთეთებთ ამას? და ნუ ბლოკავთ როცა ამ შეკითხვას ვწერ
megre
14:49 15-07-2016
0
გეოს-! ძალიანაც კარგად იციან სამეზობლო, მაგრამ რად გინდა? ჩვენებმა ოღონდ არ აწყენინონ არავის და.... მე იმას კიარ ვამბობ გადავკეტოთ გზა და ვაშიმშილოთ თქო, მაგრამ რაღაც ხერხი უნდა მოიძებნოს მაგათ მოსარჯულებლად, ჯერჯერობით ფეხბურთით და მერე ალბათ სხვასაც მოვნახავთ( საშუალებას).
gela
12:31 15-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული