გევორქ პოღოსიანი: "ალაშკერტს" ჯერ ნურავინ ჩამოწერს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ალაშკერტის" მცველი გევორქ პოღოსიანი იმედს არ კარგავს. მისი თქმით, ერევანში თბილისელებს სულ სხვა განწყობით დახვდებიან:

"ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. საერთოდაც, სუსტი ჩემპიონი არც მინახავს. პირველ ტაიმში თამაში ნორმალურად მიდიოდა. მეორე ნახევარში მომენტები ორივეს გვქონდა, მაგრამ "დინამომ" ამ შესაძლებლობებით ისარგებლა, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ.

0:2 სასიამოვნო ანგარიში არაა, მაგრამ
"ალაშკერტს" ჯერ ნურავინ ჩამოწერს. წინ მეორე თამაშია (იცინის).  

"მიმინოდან" გემახსოვრებათ, ქართველები და სომხები ერთმანეთს არაფერს ვუთმობთ. ასე რომ, კავკასიური დერბი ერევანში გაგრძელდება. ხომ ამბობენ, საშინაო შეხვედრაში კედლებიც გეხმარებაო, ჩვენ კი ძალიან გვეხმარება.

იმედია, საპასუხო შეხვედრისას ამაში თავადაც დარწმუნდებით. მაინც მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ვაზჰა მიდი ერთი შენი ნომერი დატოვე და განახებ ვინ ვის ჯობნის თუგინდა შიგ ერევნის ცენტრში შეგხვდები და იქ გაგისიებ მაგ თავპირს შენსავე თანამემამულეებთან აზე მოდი ცოტა არაფერი არაგერიოს.
patrioti
22:36 14-07-2016
0
კარგით დავანებოთ თავი სომხებს. არ გვინდა აქ არც პოლიტიკა და არც რამე შედარებები. 2-0 - ით მივდივართ ერევანში და მთავარია არ წავაგოთ და არ გავვარდეთ და დანარჩენი სხვა დროს იყოს. P.S. ისე მაინც ბუ დაავიწყდებათ სომხებს რუკაზე როგორი მეზობლები ყავთ და მაინც და მაინც იმ ტოტს ნუ მოჭრიან რომელზეც ზიან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული