თბილისის "დინამო" ერევანშია და "ალაშკერტთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ერევანშია და ადგილობრივ "ალაშკერტთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში გაიმართა, "დინამომ" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "დინამო" სომხეთის დედაქალაქს სრული შემადგენლობით 17 ივლისს ეწვია და სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდა.

დღეს დილით იურაი იარაბეკის გუნდმა მოთელვითი ვარჯიში ჩაატარა, საღამოს 19:00 სთ-იდან კი ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა წვრთნას გამართავს. დღესვე გუნდების მწვრთნელები პრესკონფერენციაზე
ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხებენ.

"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მას შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მას ასისტენტობას დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი იგორ იშენკო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გახდა ეს... ერთხელ ვინმემ ნახეთ ამ კაცის მუშაობა და თუ არ ვარგა დაწერეთ მერე ტრუხაა არ დაუჯეროთო და ეგაა!!!
0
ტესტი ჩატარდება მის: თბილისი, აღმაშენებლის პრ. 127 (ჯანსუღ კახიძის სახ. ბაღში). მონაწილეები არიან 2001, 2003 და 2005 წელს დაბადებული მოზარდები.
რაც შეეხება მოედნის ხედვას, აზროვნებას, ბურთის ფლობას და ა. შ. ფეხბურთის მწვრთნელმა უნდა ასწავლოს და არა ფიზმომზადების მწვრთნელმა (თუმცა ჩემთან მომზადებული ფეხბურთელები თავისი გუნდელებისგან ამ კომპონენტებშიც გამოირჩევიან, რადგან მეთოდი სწრაფი აზროვნების განვითარებას, ზუსტი პასის და კარში დამიზნებით დარყმის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს).
გუჯა კახაძე
23:31 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული