შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სტუმრად ერევნის "ალაშკერტთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ლობჟანიძემ კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
"კარგია, რომ ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს ხვალ გასამართი მატჩის წინ არაფერს ნიშნავს, რადგან 90 წუთია კიდევ სათამაშო და თუ
"ალაშკერტი" მებრძოლი გუნდია. მას ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის გამწვავევა შეუძლია, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დონეზე მისცემს მათ თამაშის უფლებას "დინამო".
მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშე. შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ გავალ თუ არა მოედანზე გუნდის დასახმარებლად, ამას ხვალ მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს", - განაცხადა ლობჟანიძემ.
ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
- იურაი იარაბეკი: ფრე გვაწყობს, მაგრამ გოლის გასატანად გავალთ მოედანზე!
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!
- გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით