"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
თუ ასე ცუდია სამტრედია ამდენი კომენტარი რა საჭიროა მარა ეტყობა ამჩნევთ პოტენციალს ამ გუნდში და სახვადახვა გუდს ბალეშიკების ...... გაქვთ მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებით ჯერ წინასწარმეტყველებდით დაიშლებაო რო არ დაიშალა გაცოფდით ეხლა როგორ გინდა ამათ მოუგოო სულ ეს არი
xalxs
20 ივლისი 2016 12:52
0
ბატონ გიას სამტრედიელების ჯრეავს აქ კომენტარშნიკები უბრალო შურიანები არიან სამტრედიელებმა ვიცით ჩვენი გუნდის ავი და კარგი ასე რომ რაც არ უნდა წეროთ ვრაფერს მიაღწევთ სამტრედიის თამაშებზე სამიდან ოთხ ათასამდე კაცი დადის იარეთ თქვენც და მერე გაგიჩნდეთ კრიტიკა ფეხბურთთან მოდებასი არ ხართ.
samtredski
20 ივლისი 2016 12:46
0
მურთაზ და რომა, არ ვიცი კიდე რამდენი ხართ - ობიექტურობის ნატამალი არ ჩანს თქვენს კომენტარებში. თქვენ არ ხართ უბრალო გულშემატკივრები, რაგაც ინტერესი გაგაჩნიათ.
სუბიექტურები, მხდლები და ჩასაფრებული ადამიანების კატეგორიაში ხართ.
რაგბის გულშემატკივრებმა თუ არაფერი იცით ფეხბურთის - უყურეთ რაგბს!!!
თაზო
20 ივლისი 2016 12:18
0
ისეთი კომენტარებია რო ეს სიმღერა გამახსენდა - სოფელო ჩემო სოფელო - გაგრძელება იცის უმრავლესობამ სამტრედიის ფანებიდან დარწმუნებული ვარ მაგრამ რამდენად იციან ან გაუგიათ საერთოდ პროტესტის გრძნობა ამაზე რა მოგახსენოთ . უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, უნახავმა რა ნახაო ხომ გაგვიგია ყველას , ხო და პრინციპში ამათმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ნახეს 20 წლის მერე და ყმაყოფილების ზენიტში მყოფებმა ანგარიში სულ დაივიწყეს . მერე რაა რომ 5-1 განადგურდნენ და ასე კუდამოძუებულები დარჩენ აზერებისგან, ზატო აზერბაიჯანი ხო ნახეს:)). ისეთი ჩემპიონატის რა ვთქვი კიდე ასეთი გუნდი რო მეორე ადგილზე გავა, ხო იქ დაერხა იმ პირველობას ეგრევე. კიდევ ჰოფენჰაიმის მეტსახელს სიამოვნებით გადავცემდი სამტრედიას, თან იმათთვის მართლაც მეტისმეტია ხოლო ამგენისთვის ზედ გამოჭრილი. ამავდროულად იმედს დავიტოვებ რო კიდევ მომდევნო 20 წელი ეს გუნდი არ ვიხილოთ ევროტურნირებზე, თუ არადა ვიხილავთ ცეცაძის მიერ დამოძღვრილი გუნდის მორიგ "გრიგალისებურ" შეტევებს და ქართული საკლუბო რეიტინგის აშკარად დაკლებულ ქულებს.
Mandela
20 ივლისი 2016 12:06
0
Batono merah statiis avtoro rato ar aketebt realur analizs da arascor aqcentebs svamt rit an rato amartlebt am vaifexburteles da mcvrtnelebs 30 welia sul ertidaigives rom gaizaxian moefanis sapari ds gasaxdeli aqvt turme prolema shexedet chven vazhkac moragbeebs aspltze tamashobdnen da 10 arian venacvle magat ris rcmena ar sheuryioto gasayrelebi arian saertod yvela dascit scori itxvebi dareakursd sheexet dzurgamomal sistemas bavshvebis donze 10 wlis asakshi midis tamasebus ertmanetze micema da atasi sibindzure grcxvenodet mivmartav yvela gulshematkivars davayenot sakitxi pederaciashi shevides gulshenatkivarrta carmonadgenelta jgupi garkveuli kontrous mewanizmis uplebit rom amat aghar eqnet pulis bindzurad ketebus upleba da sashaualeba.P.Ssamtredielebs da yvelas nuracis gegonebat rom gvrikva guli da martla GUlSHEMATKIVARI tu xar moitxove sheni gundis gamchrvaloba da cagebebis realuri mizezi
kaxa
20 ივლისი 2016 11:28
0
ბატონი გია ამბობს რომ "სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა. ჯერ ერთი ეს არ არის დაცინვა ეს არის ჩვენი დიდი უკმაყოფილების გამოხატვა და თქვენი სირცხვილი,აზერბაიჯანელები და სომხები კი მართლა დაგცინიან,მერე მეორე არ იფიქროთ რომ მხოლოდ ფეხბურთელებს ვსაყვედურობთ-წაგებასა და მოგებაში ლომის წილი მწვრთნელებსაც მიუძღვის
მურთაზი
20 ივლისი 2016 11:24
0
არადა არ დაღვინდა ქართველი გულშემატკივარი,ვერ ვისწავლეთ აზროვნება და დასკვნების გამოტანა,ტვინი,ტვინი გაქვთ უმეტესობას გაყინული და ვერ იქნა მისი გალღობა,რა გუნდი ვერ დააყენეთ,უკვე 26-ი წელია ვაყენებთ და ვაყენებთ გუნდებს,დინამოს,ტორპედოს,ზესტაფონს,დილას,სამტრედიას და ა.შ.მაგრამ შედეგი ნულია,არავითარი წინსვლა,ახლა იმ 250 მილიონსაც გამოჭამენ და ნახევარი ატკატების სახით გაქრება და დაუკარით მერე ფაყვე ტაში,ყველა მწვრთნელის ხელში თუ რომელიმე გუნდი ან ასაკობრივი ნაკრები რამეს გაიფართხალებს,მაშინვე წამოვა ქება დიდება,აი რა მაგარი ბიჭებია,რა კარგი მწვრთნელია,მომავალში გამოცდილებას მიიღებენ და უკეთეს შედეგს დადებენ,ასე იყო; მაისურაძის,დევდარიანის,ფრუიძის,სოსიაშვილის,გეგუჩაძის და ცეცაძის შემთხვევაში,მაგრამ არ სრულდება ეს პერსპექტივები და ნათელი მომავლები,რატომ იცით? ამ 26 წლის განმავლობაში ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებდა(მცირე გამონაკლისის გარდა)ყველა იყო და არის ბოთე,სრული ამ სიტყვის მნიშვნელიბით,ბოთეები,ასეთ ხალხს არ ძალუძს არაფლის წინ წაწევა,ე.ი ამ შემთხვევაში ლაპარაკია სამტრედიაზე და ვამბობ ხმამაღლა,რომ ცეცაძე არის ბოთე და დანარჩენს ძვირფასო სამტრედიელებო თქვენ თვითონ მიხვდით,დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია,მე პირადა მინდა ქართული ფეხბურთის წარმატება და მათ შორის სამტრედიის კლუბის გამარჯვება,ეს არის ჩემი მიზანი.
roma
20 ივლისი 2016 11:06
0
იცი რა მიკვირს ხალხო ? აი დინამო ხომაა ქართული ფეხბურთის უპირობლო ლიდერი და შარშან მართლა 3 თვის შეკრქმნილ-შეკრებილმა გაბალამ გამოაგდო (ვისაც არ გახსოვთ გახსენებთ). არადა დინამოს ფეხბურთელებიც ბაზაც დაფინანსებაც ეკიპირებაც მკურნალი ექიმებიც სტადიონიც და საერთოდ ყველაფერი სამტრედიზე 5-ჯერ უკეთესი აქვს.... სირცხვილის სამტრედიის გუნდის ლანძღვა, გუნდი მართლა 9 თვის შექმნილია და ბავშვებითაა დაკომპლექტებული. ვაცადოთ, ვნახოთ რას იზამენ წელს და კიდევ საპრიზო ადგილზე თუ გავიდნენ და ევროპა ლიგაზე გავიდნენ ასე მგონია გაისად ბევრად უკეთეს შედეგს დადებენ... რაც შეეხება მწვრთნელის ბაქიბუქს, გეთანხმებით - არ იყო საჭირო, მაგრამ ის ამ ბაქიბუქით თვითრწმენას უმაღლებდა საკუთარი გუნდის ახალგაზრდა ფეხბუთელებს. და საერთოდ გაბალას ფინანსების 30%მაინც რომ ქონდეს სამტრედიას ვფიქრობ გაბალას გააგდებდნენ... ვაცადოთ ხალხო , ვაცადოთ, ამ ახალგაზრდა გუნდს. მე ესე მგონია და რა ვიცი აბა :)
vache
20 ივლისი 2016 10:56
0
ვკითხულობ კომენტარებს და ვხედავ ბოღმიან მასას რომელსაც წარმოდგენა არა აქვს გია ცეცაძის დამსახურების შესახებ თანამედროვე ქართულ ფეხბურთში.
1. U-19 ევროპის ჩემპიონატზე 2012-2013 ვინ გაიყვანა? - ცეცაძემ
2. გორის დილაში ცეცაძის დამსახურება
3. ეროვნულ ნაკრებში
4. სამტრედიის დიდი წარმატება ეროვნულ ჩემპიონატში
მოკლედ ცეცაძემ სადაც იმუშავა ყველგან ნათელი წერტილი დატოვა!!!

ავის მთქმელებო თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგათ იცით. ნუ ურევთ ტვინს სამტრედიის გულშემატკივრებს.
სამტრედიელებო თქვენი გუნდი საუკეთესო ხელშია, ეგეთი მწვრთნელი თითოოროლაა საქართველოში.
გისურვებთ წარმატებებს რომელიც ძალიან ახლოსაა. ვიცი, ვიცი მე ეს!!!
თაზო
20 ივლისი 2016 10:41
0
გაგა - "გუნდმა შემტევი ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს! გვოძღვრავს გაგა. "მაგარი" მოსაზრებაა ჩემა მზემ. აბა რა!! უნდა ითამაშო შემტევი, გახსნილი ფეხბურთი, მიუხედავად იმისა რა დონის გუნდს ეთამაშები, გაიტანო 1 და გაუშვა 5 ბურთი. მთავარია ლამაზად გაიტანო ცოტა და ასევე ლამაზად გაუშვა ბევრი გოლი. ოოოოო, საოცრებავ, მაგარია. ვრავო გაგა.
nikolozi
20 ივლისი 2016 10:00
0

სიახლეები პოპულარული