"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
ნათია-ს. შედი რა ნათია კუხნაში და სამტრედიული ვარია შეწვი. ქალის სახელის მითვისება რა საჭიროა!!! არადა აზრი მამაკაცური დადე. "ისე" როგორ ხარ ლამაზო?
devi
20 ივლისი 2016 09:51
0
აუ სამტრედიელების გუნდია მარტო ხოო?ბიუჯეტიდან, რომ იღებს დაფინანსებას მაშინ არ არი სამტრედიის? მიდით და სამტრედიელებმა დააფინანსეთ მაშინ მე ჩემი გადასახადებიდან მაგ გუნდის შენახვაში შემაქ წვლილი და რაშიც ვიხდი იმაში პასუხის მოთხოვნას ვერავინ ვერ დამიშლის გინდა სამტრედიელი იყო და გინდა ზემო მაჩხაანელი! აი როცა თქვენით დააფინანსებთ მერე მითხარით მასე. ეს პირველი და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი გაგიკვირდებათ და სამტრედია საქართველოს ნაწილია და საქართველოს სახელით გამოდის და მასე რო შერცხვება საქართველო შერცხვა და იმდენს თუ ვერ ხვდებით, რომ გული გვტკივა ესე, რო ხდება და არ დაგცინით და ქალაქ სამტრედიას არ ვაკრიტიკებთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. დინამომ, რომ წააგო ნიუკასლთან მასეთი ანგარიშით მაშინაც ესეთები იწერებოდა და რა უნდა გვეთქვა მარტო თბილისელების გუნდიაო?
me
20 ივლისი 2016 09:51
0
tato-ს. რა უაზრო კომენტარს აკეთებ ჯიგარ! დაფიქრებულხარ ამაზე? თუ სამტრედიელების მეტს არ ეხება, რომ აზრი გამოთქვას სამტრედიის სახელით მოთამაშე გუნდზე, მაშინ ჩართეთ თქვენი გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში და აღარავის გაახსენდებით სამტრედიელების გარდა. კრიტიკა კი არა, გასაროზგები ხართ. 5:1 ვინ წააგო აზერების თქვენსავით პროვინციულ გუნდთან? თქვენ იმასაც კი ვერ ხვდებით რამოდენა ტრამვაა ეს ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრისათვის. გაჩერდით მაინც რა!!! დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შენ სამტრედიის გულშემატკივარი კი არა, გუნდის მოთამაშე ხარ. ეხება და მერე როგორ!!!
kako
20 ივლისი 2016 09:47
0
თუ პირობები არა აქვთ, ან არ შეუძლიათ, ყანა გათოხნონ; დასაცინია აბა რა მათი "ფეხბურთი"
$*+_
20 ივლისი 2016 06:34
0
ლაპარაკში და თავის მართლებაში რო იმართებოდეს მსოფლიო ჩემპიონატი ამდენი ხანი გინესის რეკორდს დავამყარებდით მოგებული თასებით. რაში გჭირდებათ თანადგომა თამაშების გაყივაში, ქართველი ხალხისა და საფეხბურთო კულტურის მიწასთან გასწორებაში, გასვლაზე მოგებული თამაშის შემდეგ სახლში ხალხის დაცინვაში, სომხებისა და აზერბაიჯანლების მიერ საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვაში? რომელ ერთში გჭირდებათ თანადგომა? გაბალასთან 5–1 ჩემი უბნის გუნდიც წააგებს რაში იღებთ ხელფასს (ცოტას მაგრამ მაინც ხო იღებთ, ასე ცოტას ვიღებთ ყველანი)? იძახეთ ეხლა დაფინანსება დაფინანსებაო და რამდენი მილიონია წყალში გადაყრილი აბა ერთი მოთვალეთ და თუ არ შეიძლებოდა თუნდაც გაბალას დონის გუნდის დაყენება ამ 10 წელიწადში. აზერბაიჯანულ ფეხბურთს 10 წლის წინ 50 წლით ვასწრებდით დღეს კი 150 წლით გვასწრებენ ესაა გაკეთებული საქმე? ამაში გჭირდებათ თანადგომა? ჯერ დაიმსახურეთ იოტისოდენა საქმე გააკეთეთ და მერე ილაპარაკეთ თანადგომაზე.
გივია
19 ივლისი 2016 23:03
0
სამტრედიელების მეტს არ გეხებათ ჩვენი გუნდის კრიტიკა ბოღმიანებო დაიწყება ჩემპიონატი და რომ მოსვამს ყველას მერე აკრტიკეთ ფიქტიებო
tato
19 ივლისი 2016 22:56
0
კი მქონდა გაგონილი რომ ცეცაძე დაუმსახურებლად გაზულუქებული ახალი თაობის მწვრთნელი იყო, მაგრამ ასეთი "ნაგლი" თუ იქნებოდა არ მეგონა
ბოდიში მაინც მოუხადე გულშემატკივარს
ნიკოლოზი
19 ივლისი 2016 20:58
0
ნახე ესენი კიდე რეებს ბედავენ?! დაცინვა კი არა, ფეხებით უნდა ჩამოგკიდონ მწვრნელიან-ფეხბურთელიანად. გაგიტკბათ არა მუქთა დაფინანსება? მე გადასახადი ვიხადო, ამათ პაეზტკებში იარონ და აზერებთან 5-1 აგონ და კრიტიკაც არ უნდათ? უარესი ღირსები ვართ! თავზე უნდა დაგვასაქმონ... შარლატანებით გაივსო ფეხბურთი. ცეცაძე თუ არა, ეგეც არ მყავდეს ანჩელოტი.
დათო
19 ივლისი 2016 20:34
0
სამტრედია გასაგებია, არა მგონია ვინმეს დაეცინოს ამ გუნდისთვის. გორის დილას პრობლემაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ესეც გასაგებია, 2013 წლის მერე იშლება და იშლება ეს გუნდი, ფინანსური პრობლემების გამო ნორმალური მოსამზადებელი პერიოდიც არ ჰქონიათ. აი ჩიხურას როგორ არ უნდა დაცინო, პიროქით ნახევარ გუნდს დავითხოვდი ალბათ მე რომ ვაფინანსებდე ამ გუნდს. სამმარცხვინო და სატირალი იყო თუ როგორ ითამაშეს ზესტაფონში.
Mamuka
19 ივლისი 2016 20:11
0
იმიტომ არ უნდა დაცინოთ რომ სამტრედია ჯერ ახალშექმნილი გუნდია სადაც ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭები ტამაშობენ ერთი ორი გამონაკლისის გარდა და ამ ბიჭებს დაცინვა კი არა გვერდში დგომა უნდათ ჭირშიც და ლხინშიც.მე პირადად მჯერა რომ ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ გაახარებენ როგორც სამტრედიის ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგს.ჩვენ გვჯერა ამ ბიჭები და ცეცაძის
paata xuchua
19 ივლისი 2016 19:44
0

სიახლეები პოპულარული