"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
რატომ არ უნდა დაგცინოთ, ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი.
status quo
19 ივლისი 2016 19:31
0
არავის საქმე არაა ასეტი კომენტარების კეტება რომელშიც სამტრედიის მწვრტნელს და ფეხბურტელებს ლაფში სვრიან.ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა როგორც ბატონი ცეცაძის ასევე ჩვენი გუნდის ფეხბურტელების და არცერთ სამტრედიელს ამ წაგების მერე აუგი არ დაქვცდენია მათზე პირიქით მომავალში უფრო გულმხურვალედ ვუქომაგებთ ჩვენს გუნდს
paata xuchua
19 ივლისი 2016 19:24
0
რომელი გყავთ ერთი ამ კაცზე უკეთესი მწვრთნელი? 1 წელიწადში გუნდი შექმნა ამ აადამიანმა , თქვენ რაღაც საქართველოს მოგებამ ესპანეთთან ძაან აგაბლატავათ და ეხლა სასწაულებს ნუ ითხოვთ.
ნათია
19 ივლისი 2016 19:08
0
შეეშვით სამტრედია შურიანებო ჩვენ სამტრედიელებმა ვიცით როდის გამოვთქვათ უკმაყოფილება ასე რომ დააყენეთ ერთი ადგილი ვითომ რომ გული შეგტკივათ სამტრედიაზე.
gaga
19 ივლისი 2016 19:01
0
კარგით რა ყველა პროფესორი როგორხართ? ეს არც კრიტიკაა და არც ფეხბურთის სიყვარული რასაც ზოგიერთები წერთ, ინტერვიუ ვერ აუღიათ ვერც ფეხბურთელს,ვერც მწვრთნელებს,ვერც ფედერაციაში მომუშავე პირებს,და ვერც ამსაქმეში ჩახედულ ადამიანებს. ყველას როგორ უნდა ასწავლიდეთ ჭკუას?ვინმეს რომ ჭკუას არიგებთ და აკრიტიკებთ მათი ფრჩხილის ოდენა თუ გაკიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის რამე? ან მათი მეათედიც მაინც თუ გაგეგებათ ფეხბურთის? აქ რაც იწერება ნახევარზე მეტი დაბოღმილი ადამიანების კომენტარებს უფრო გავს, ვიდრე ვისაც მართლა შეტკივა ქართული ფეხბურთისთვის გული. კარგი გუნდები თუგინდათ და კარგი ფეხბურთელები რომ გვყავდეს ჯერ გულშემატკივრობა უნდა ვისწავლოთ და ჩვენი გუნდების გვერძე დგომა, და არი ისე როგორც ზოგიერთები ყველას ჭკუას არიგებდეს, და იმ ადამიანებზე მეტი არაფელი გაეგებოდეს ამ სფეროში.
romandro
19 ივლისი 2016 18:37
0
იყომარეს ფული აიგეს და ახლა პატივი უნდა ვცეთ კოჩაგ
jumveri
19 ივლისი 2016 18:26
0
"სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:". ვაი საოცრებავ!!!! რას მიაღწია! პირველ ეტაპზევე სასაცილოდ გამოვარდა, ესაა მიღწევა! გია, გვეღადავებით თუ რაშია საქმე! მეორე თამაში მოვიგეთო, ესაო, ისაო... მერედა მაგ მოგება რაში გამოგადგათ? ან აზერებს ქონდათ კი მოტივაცია ბოლომდე ებრძოლად? უბრალოდ დაგითმოთ ეს თამაში, თქვე საცოდავებო. კარგით რა, გეყოთ...
ianeteli
19 ივლისი 2016 18:11
0
გია ცეცაძე მგონი რეალობას ვერ აღიქვამს სწორად, 5-ით 1,, იმისი ბრალია რომ ზარმაცები ხართ შენ და შენი ფეხბურთელები, არც პროფესიონალიზმი გაგაჩნიათ და არც თავმოყვარეობა!
gio
19 ივლისი 2016 18:08
0
არადა ამას ჭკუას ეკითხებიან კიდევ, რა დაბალი დონის ჩემპიც იყო შედეგიც ისეთია,ნამუსი რო გქონოდა 5-1 მერე წავიდოდი გუნდიდან როგორც ჭიამ ქნა 5-2 ზეე-ნეფტჩის მერე,ნამუსიც კაი საქონელიააა
imereli
19 ივლისი 2016 18:02
0
ეს კაცი ფეხბურთის შეურაწყოფაზე სხვებს მიუთითებს??? გაბალას 5:1-ს მერე? კიდე მწვთნელი ქვია? რა უცნაური ქვეყანაა
me
19 ივლისი 2016 17:50
0

სიახლეები პოპულარული