"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
დაცინვა კი არა რო არ გცემთ რატო არ გიკვირთ? კლუბების 90 % სახელმწიფო დაფინანსებაზე არი და და ამ ფულს იმაში იყენებთ, რომ შეგვარცხვინოთ და შეურაწყოფა მოაყენებინოთ ვიღაც სამარცხვინო ჭ კლასის კლუბებს. აზერბაიჯანელების დასაცინი გაგვხადეთ 5:1 როგორ უნდა წააგოთ, რა თანადგომა. თანადგომა არა მოვალთ შოკოლადით და ყვავილებით ყოველ დილით არ გინდათ? მორჩით ამ ბალაგანს რასაც ფეხბურთს ეძახით და ეგ ფული მიმართეთ ბავშვთა ფეხბურთისკენ და ისე მოიქეცით, როგორც სხვა ქვეყნებში მოიქცნენ ესეთი მდგომარეობის დროს. მოაშორეთ ეს ფულის შოვნაზე გამწარებული მწვრთნელები, ნამუსი საერთოდ, რომ დაკარგეს და ყოველ წელს რაღაც ახალ ტავის გასამართლებელ საბუთს, რომ ბოდავენ დაასრულეთ!!!! მოიყვანეთ ფიზმომზადების მწვრთნელი ტაქტიკის და დიეტოლოგი და ბავშვებს მიხედეთ 25 წლის კაცმა ფეხბურთი გაბალას და ბანანცის დონეზე, რომ არ იცის იმას არაფერი არ ეშველება!!!!!!! მორჩით ხალხის ფულების და ნერვების ფლანგვას დაამთავრეთ. ჰა მოიგებს დღეს დინამო თუ მოიგო და მერე რა? ეგ ხორვატებს გაცდება? რომც გაცდეს მერე რას იზამრ? დონე არის ქართული ფეხბურთის დაბალი . თანამედროვე ფეხბურთს ყველაზე კარგ შემთხვევაში ვითამაშებთ 20-25 წუთი მერე მორჩა დანარჩენი 70 წუთი გადაგვივლის ყველა კარგი გუნდი, როგორც ნიუკასლმა გადაგვიარა (შინ და გარეთ) ასე, რომ მოვრჩეთ საუბარს...
პ.ს
მეც მინდა 30 წლის ასაკში ერთხელ წესიერად გავიხარო ქართველების წარმატებით და ევროპას და მსოფლიოს არ ვუყურო ვიღაც გადამთიელი გუნდის გულშემატკივრის რანგში და აღარ მინდა ეს გულისამრევი ფარსი, რაც თბილისში ხდება დიდ ფორუმებზე სხვა ქვეყნის ფანკლუბების შექმნა და სხვისი დროშების და ყალბი სიხარულის ყურება აღარ მინდა მოვისმინო ბარსა და რეალი და ბაიერნიდა მილანი დამანჩესტერი. მინდა მესმოდეს დინამო ან ტორბედო ან სამტრედია და თუ გინდათ საპოვნელა და თუ გინდათ ონის მამისონი მარა ქართული კლუბი საქართველოს ნაკრებიიიიი. და ყველაფერი ამისთვის საჭიროა მორჩეს ბალაგანი ვითომ პროფესიონალების.
me
19 ივლისი 2016 17:45
0
რატომ ერთი საყვედური არ ითქმის რეგბისტების მიერ,განა რეგბის თამაში ფეხბურთზე
მეტია საქართველოში(რეგბისტრებო ბოდიში)

რეგბში სისტემა არის ჩამოყალიბებული,არის მიზანი სანაკრებო მიღწევების,მოთამაშები არ იკადრებენ არა პრესტიჟულ გუნდებში თამაშს,ფეხბურთში ჩემი აზრით ფეხბურთელი რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია ოცნებობს ითამაშოს ევროპაში,მიტომ რომ ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში ფული აქვს გადახდილი თამაშის რეკლამისათვის,შედეგი სახეზეა.მასინ როცა ველოდებოდით თბილისის დინამოს თამაშს კვირიდან კვირამდე,ის იყო ჩვენთვის თეატრი,ხელოვნება და ეროვნული სულის გამოხატვა. (დემოკრატია და გამოვხატავ ჩემს აზრს )
9999999999999999
19 ივლისი 2016 17:29
0
nukri-ს კარგი არ გვინდა ეს დაბოღმილი ლაპარაკი რეგიონების ფანებს არ მოეწონება რაც ვილაპარაკე))) ერთ სიტყვას ვერ მეტყვი გასასამართლებლებს რაც დავწერე))))
svani
19 ივლისი 2016 17:27
0
Dinamo-ს. შენც მართალი ხარ, მაგრამ ისიც ხომ გაგიგია -"ავადმყოფი///". ჰოდა ///. ისიცაა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს ამოუვიდა ყელში ამდენი წარუმატებლობა. ყველაფერი ხომ ღირსების საქმეა. თქვე კაი დედმამიშვილებო (მივმარტავ გიას და მის ფეხბურთელებს), თამაში და შედეგი აჩვენეთ და ქება და სიყვარული მომენტალურად მოვა. რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა ძალიან იოლად და კარგიშედეგით, მაგრამ იქ როცა ჩაფლავდა ხალხმა კინაღამ ჩაქოლა. ამჟამად საერთოდ დაშალეს რუსებმა ნაკრები. ყველა გაუშვეს და ახალ გუნდს ქმნიან. თქვენ კიდევ წუწუნებთ, გვაკრიტიკებენო. გაკრიტიკებთ კი არა.....
ბეგი
19 ივლისი 2016 17:09
0
ვეთანხმები Dinamo- ს ავადმყოფს არ უნდა დასცინო მაგრამ თუ ფეხბურთელები ჯანმრთელები და მაგრები არიან მაშინ მათი მინდორზე ბორიალი მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის ბრალი ყოფილა
მურთაზი
19 ივლისი 2016 17:00
0
ერთი გამაგებინა ამას მწვრთნელობა ვინ დააბრალა?! ან რომელ გუნდთან ერთად არ შეირცხვინა თავი?! საცოდავი ბიჭები ამისნაირების ხელში...არადა, სულ ასეთები გვყავას
ყური მიგდე
19 ივლისი 2016 16:53
0
„ჩემი“ ფეხბურთელებით გუნდების დაკომპლექტებამ იცის ასეთი შედეგები. არცერთი მწვრთნელი პროფესიონალი არაა ვინც ამ პრინციპით აკომპლექტებს გუნდს, მეტიც უცოდინარი და უპატიოსნოა
დდ
19 ივლისი 2016 16:49
0
კარგით რა!სამტრედია კარგ ფეხბურთს თამაშობს, გია ცეცაძეძ კარგი მწვრთნელია,თუ არა ხარ მზად ევრო თასებზე არ გახვიდეო,აი სწორედ მაგისთვის წავაგეთ გაბალასთან 5:1 მეტი გამოცდილება,რომ გვქონოდა ეს არ მოხდებოდა.გუნდმა შემტევი ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს!
გაგა
19 ივლისი 2016 16:47
0
შეეშვით სამტრედიას ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ამას ჩემპიონატში დაამტკიცებენ ბიჭები აქ სხვადასხვა გუნდის ბალეშიკები წერენ ძრწიან ჩემპიონატი ახლოვდება და სამტრედია ყველას უკან რომ ჩამოიტოვებს ბატონო გია არცერთი სამტრედიელი ჩვენს გუნდს არ შეურაცხვყოფთ
fak
19 ივლისი 2016 16:46
0
თქვენ არ ხართ ღირსები ფეხბურთი რომ გქონდეთ და არც გექნებათ...
Neo
19 ივლისი 2016 16:44
0

სიახლეები პოპულარული