"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
მალადეც სვანი,მარტლა სვანი ხარ რა
nukri
19 ივლისი 2016 16:25
0
თუ არ გინდათ რომ დაგცინონ, ფეხბურთი ითამაშე. რა შუაშია 9 თვე? ან ახალია გუნდი, ან გამოუცდელი? მაშინ ნუ გადიხარ ევროზე. თქვი წელს არ ვარ მზადო. რო გახსენი თამაში ბაქოში, მაშინ მივხვდი რა ტრენერიც ხარ. მანამდე მეგონა თავს იკატუნებდი და მეტოქის შეცდომაში შეყვანა გინდოდა, როცა აცხადებდი იგივე ფეხბურთს ვითამაშებთ რასაც საქართველოს ჩემპიონატშიო. ძმაო შეტევასაც ცოდნა უნდა, რომელი ჩაპაევი შენ მყავდი, რომ მოაშიშვლე დაცვა.
სანამ ფეხბურთს არ ისწავლით და არ ითამაშებს, მანამდე დაგცინებთ.
ჰაჰა
19 ივლისი 2016 16:19
0
სამტრედიამ მართალ მოინდომა ოღონდ სახლში და მართლა არ დაკარგა სახე, თუმცა გასვლაზე იგივეს ვერ ვიტყოდი, რაც შეეხება 1 წლის გუნდს იგივე შეიძლება ითქვას გაბალაზე შარშან რამოდენიმე თვეში შეკრებილი გუნდი თავის ახალი მწვრთნელით გავიდა ევროპა ლიგაზე დინამოსაც პიეწმინდად მოუგო სახლში.
gionat
19 ივლისი 2016 16:10
0
Shen tu treneri xar ar icodi. roმ. Mაg sastavit gabalas ver mougebdi tu xalxs aboleb
roman
19 ივლისი 2016 16:05
0
სულელური თავის მართლებებია ქართული ფეხბურთის დამღყპველი,
შე კაი კაცო თქვენგან არავინ ითხოვდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უბრალოდ ფეხბურთელი იმითომ არის მოედანზე რომ ირბინოს და არა "იდგეს ან დადიოდეს"
ეს პასუხისმგებლობა სწორედ მწვთნელებმა უნდა აიღოთ და ნუ გამოდიხართ პრეტენზიებით, თუ არ შეგიძლია ელემენტატული სირბილი ასწავლო და ფიზიკურად მოამზადო ფეხბურთელი რაგას წუწუნრენ ხელფასებზე და დაფინანსებაზე!
ვაი მწვრთნელები
19 ივლისი 2016 16:02
0
ბატონო "ტრენერ" თამაშის დაწყებამდე სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდი...ამიტომ არარის ბაქიბუქი საჭირო ცოტა თავშეკავება და მოწინააღმდეგის პატივისცემა უნდა გამოავლინოთ პრესკონფერენციებზე და არამარტო////
kaspeli
19 ივლისი 2016 15:49
0
პირველი: არამგონია სული და გული ჩაედოთ თორემ ეს შედეგები არ გვექნებოდა დღესდღეობით რაც გვაქ, (ერთადერთი სახლში მოინდომეს,(ჩიხურას გარდა) გინდა თუარა ეხლა გულშემატკივარი რომ გიყურებს იძულებული ხარ მოინდომო...) მეორე: ჩვენზე(გულშემატკივარზე) არ ფიქრობთ ბ-ნო გია?! თუ როგორ შეგვარცხვინეთ, თქვენ აზერბაიჯანთან და დილამ უარესი სომხებთან?!! მესამე: 9 თვის გუნდით კიარა 6 თვის გუნდით გამოდიან სულ ქართული გუნდები იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეგ გასამართლებელი საბუთი არ არის იმიტომ რომ, ასეთი სიტუაციაა საქართველოში სულ )) და ბოლოს მთავარი: რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ...!!!!!!!!!!!! არცერთ ფეხბურთელს იმის იმედი არ ქონდეს რომ, რამეში შევაქებთ თუნდაც 2:1 რომ მოიგეთ ეგ არაფერს ნიშნავს გია 5:1 წაგებულის მერე, გაბალა ფორმალობისთვის ჩამოვიდა აქ მარტო))) ღაც დაიმსახურეთ ის მიიღე(ბ)თ...!!!!!!!!
svani
19 ივლისი 2016 15:39
0
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ესეც .... ამხანაგურები რომ მოიგე გამოდი და თქვი რომ დუბლშემადგენლობებსეთამაშე რატო შექმენი ცრუ მოლოდინი ვიციდით რომ აზერბაიჯანლები ერთი თავით მაღლა იდგნენ მეორე ტამაში ფორმალობა იყო
კახა
19 ივლისი 2016 15:38
0
მეც ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელების ბრალი არ არის, მათ მართლა თანადგომა სჭირდებათ და არა დაცინვა, მაგრამ აი კლუბების მფლობელები და მწვრთნელები თავისი უცოდინრობით, დილეტანტიზმით, მართვის მეთოდებით, სატრანსფერო პოლიტიკით, მახინჯი საკონტრაქტო სისტემით, ლეგიონერთა უგულებელყოფით, კატასტროფული შედეგების და ყველას თვალში ჩვენი მასხრად აგდების გამო მარტო დასაცინები კი არა საერთოდ ფეხბურთიდან ჩამოსაშორებლები არიან...
Walkabout
19 ივლისი 2016 15:38
0
რა შუაშია დაცინვა მაგრამ ის რომ ქართული გუნდები უკვე მეორედ ვერ ცდებიან პირველ ტურს სატირელია და აუცილებლად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები გაუთავებლად იმის მტკიცება რომ გამოცდილება გვაკლია უკვე არადამაჯერებელია რაღაცა უნდა შეიცვალოს და პირველ რიგში ჩემპიონატი
joni
19 ივლისი 2016 15:36
0

სიახლეები პოპულარული