"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
გია ცეცაძის ლანძღვა გინებას თავი დაანებეთ!!! თქვე... სამტრედიის გულშემატკივრებმა იციან გია ცეცაძის კაცობა... ყველამ....
გიზო
23 ივლისი 2016 14:27
0
რომა - თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც თვითრეალიზაციას ვერ მიაღწია ცხოვრებაში და ბოღმას ანთხეთ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებმაც ნიჭით და შრომით დადეს შედეგი ფეხბურთში. ჩემი აზრით გუნდების ჩამოყალიბებას დრო ჭირდება, ხოლო ცეცაძის მსგავსი კომპეტენტური და შედეგის მომცემი მწვრთნელი ბევრი არ ვიცი.
პატივს ვცემ თქვენს ასაკს, მითხარით რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მწვრთნელი? ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა "გამოაბუზურონ"?
თაზო
22 ივლისი 2016 10:34
0
თაზო-ს,პირადულზე გადასვლას დაანებეთ თავი,ეს საქციელი არამცოდნე არსებების საქმეა,შენ რა იცი მე ვინ ვარ,1964-წლიდან ყველა მატჩი მაქვს ნანახი და რადიო რეპორტაჟი მოსმენილი,რაც მომხდარა მსოფლიოში თითქმის ყველაფრის საქმის კურსში ვარ დღემდე,კიდევ ვიმეორებ,საბჭოთა კავშირის დროს სამტრედიის ლოკომოტივი თამაშობდა A კლასის მეორე ლიგაში,ხოდა იმ გუნდის აჩრდილიც არაა დღეს სამტრედია,არამარტო სამტრედია,მაშინ იმ მეორე ლიგაში გამოდიოდნენ:ლოკომოტივი,ტყიბულის მეშახტე(ამ ქალაქში მაშინ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული),მახარაძის მერცხალი,გორის დილა,კოლხეთის ფითი,დინამო ბათუმი და სხვები,ეს გუნდები გაცილებით ძლიერები იყვნენ მაშინ,დღევანდელ გუნდებთან მათი შედარებაც კი სისულელეა,ამიტომ ეს ყველაფერი,გუნდების შენება არ დაწყებულა 9-თვის,ან 26-ი წლის წინათ,არა ბატონებო გაცილებით დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი მათ შექმნას და ისმის კითხვა რა ვერ შექმენით?რა ვერ ააშენეთ?ამდენი ხნის განმავლობაში,მაგრამ პასუხი ერთია,ყველგან არაკომპენტენტური ხალხის დოღია დღეს საქართველოში,მიდის ფულის კეთება, სამტრედია და სხვა გუნდები ყველას ფეხებზე ჰკიდია,ხოლო უბედურება ისაა,რომ თქვენისთანა ხალხი ამას ვერ ხვდება და ადვილად ბოლდებით,მოვა დრო და ცეცაძეს გამოაბუზურებენ სამტრედიიდან და მერე მაინც გამიხსენე და გულში მაინც მოიხადეთ ბოდიში,წარმატებები ქართულ და სამტრედიულ ფეხბურთს.
roma
21 ივლისი 2016 09:57
0
წინ სამტრედია!!!!!!!!!!!!
ერთი რასაც ვხედავ არის ბოღმა
ცუდას რათ უნდა მტერობა
კარგია მუდამ მტრიანი.....
Vakhtangi
20 ივლისი 2016 14:49
0
ბატონო თაზო თქვენ სწორად აღნიშნეთ მე არა ვარ უბრალო გულშემატკივარი-ფეხბურთით დავაადდი 1964 წლიდან მაშინ როცა 8 წლის ვიყავი,ახლა რაც შეეხება ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს მე არ მიგულისხმებია რომელიმე კონკრეტული გუნდი ეს ეხება მთლიანად ჩვენს საფეხბურთო სკოლას როგორია როცა მასიურად ფეხბურთელებს არ აქვთ გამძლეობა,სისწრაფე ტანის მოქნილობა და ბურთთან ხეებივით მიდიან, მესმის რომ 20 წლის კაცისთვის ძნელია ელასტიურობის, სისხარტის და ტექნიკის შეძენა (რაც მათი ბავშვობის მწვრთნელების ბრალია)მაგრამ როცა ამას დაემატება შიში და დაბნეულობა თვითონაც იცით თუ რას ვღებულობთ ჯამში,აი ეს მკლავს მე და არც ამის გამოსწორების რეცეპტი ვიცი.ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებები კი ჩემზე მაგრად არავის გაუხარდება.ბოდიში თუ თავი მოგაწყინეთ
მურთაზი
20 ივლისი 2016 14:15
0
ცეცაძზე რო წუწუნებს 9 თვის გუნდი მყავს გამოუცდელები არიანო , გაბალას მწვრთნელმა ძირითადში სამტრედიასთან პირველი თამაშის დროს 6 ახალი დამატებული ფეგბურთელი ათამაშა კვეკვესკირის თამადობით . უბრალოდ კლასში და პროფესიონალიზმშია დიდი სხვაობა როგორც ფეგბურთელებში ისე მცვრთნელებს შორის არც შეადაროთ.... ცეცადზე გრეგორჩუკს .....
simartle
20 ივლისი 2016 14:06
0
მაგასაც ვერ ხვდებით არა ?... სად გაგიგონიათ რო მოწინააგმდეგის მწვრთნელს ეთქვას თქვენი გუნდი ფეგბურთს არ თამაშობსო უბრალო დიპლომატიააა .... მითუმეტეს 5-1 გახია პირველი თამაშში და ანგარიშიც მეტკველებს რასაც თამაშობენ.... როგორც აზროვნებთ ისეთი გუნდიც გგყავთ, მაგათ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს! ხო გყავთ მილიონერი პატრიოტი კალადძე მაგრამ მასაც პეხზე კიდია თავისი რაიონის გუნდი .....
simartle
20 ივლისი 2016 13:47
0
სიმართლე სამტრედიამ რო ფეხბურთი ითამაშა ზესტაში გაბალასთან გრეგორჩუკმა დაინახა და შენ რა დაინახე?
simarTle
20 ივლისი 2016 13:22
0
თუ ფეგბურთს თამაშობენ კი მაგრამ ფეგბურთის თამაში მე ვერ დავინახე სამტრედიის შესრულებით? ნამდვილად დაცინვის ღირსები არიან მრწვთნელის თამადობით .....
simartle
20 ივლისი 2016 13:12
0
სამტრედიის თამაშზე თბილისიდან მარშრუტკით წავსულვარ ქობულეთში თამაშზე. სუპერთასის ბილეთი მაჩუქეს და დასავლეთიდან დამეზარა თბილისში ჩამოსვლა ან ვის უნდა ვუბალეშიკო ბარსა თუ სევილია? ჩვენ პატივს ვცემთ და გვჯერა ჩვენი გუნდის
Dato
20 ივლისი 2016 13:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული