თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივლისს, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი სტუმრად ერევანში "ალაშკერტთან" გამართა. რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხეს და III საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიური "ვარდარის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ანგარიში 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და გათანაბრება 51-ე წუთზე ნორაირ გეზალიანის გოლით მოახერხეს.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ სომხურ გუნდს დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია,
დინამოელებს კი გატანისა და გამარჯვების შანსი ჰქონდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ქვილითა არაა დინამოს დონის
kaxa
20 ივლისი 2016 10:43
0
ზაგრებს რო მოვუგებთ ეჭვი არ მეპარება.პოტენციალი ჩანს,მიუხედავად გუშინდელი მატჩის, მეკარეს კი ესეთი დარტყმის მოგერიება უნდა შეეძლოს.
გიორგი
20 ივლისი 2016 10:07
0
lasha-ს. მიდი რა სამტრედიასიხედე.
luka
20 ივლისი 2016 10:03
0
მოსაგები თამაში იყო. ეს ალაშკერტი ჟოპასტენკის ნაკრებია ჩვეულებრივი
იკა
20 ივლისი 2016 00:57
0
მეკარის სიდირკე სად დაინახეთ არვიცი, და ზაგრებიც არამგონია გაუსვლელი იყოს, წარმატებები დინამოს და გამხნევებაა საჭირო ჩვენგან
vakho
20 ივლისი 2016 00:29
0
პაპუნაშვილი დინამოს ჯოკერია
nodarichi123
20 ივლისი 2016 00:08
0
მოეშვნენ და გასაგებია ეგ მარა მეკარე მართლა დირკა ჩანს
nodarichi123
20 ივლისი 2016 00:07
0
იტამასჰეს, გაიტანეს, დააფარცჰაქეს პირველ ტაიმსჰი, მეორე ტაიმსჰი, ტამასჰი მოკლეს და სცორადაც მოიქცნენ. ტრამვებსაც მოერიდნენ. ჰამზიცჰი უნდა ეყიდატ ცჰიხურადან ჯობდა. ზაგრები დაუდზლეველი ბარიერი არ არის, ვნახოტ.
nika
19 ივლისი 2016 23:50
0
კარგია მოგება მაგრამ ძალიან ბევრია სამუშაო მეკარე დირკაა
გიორგი
19 ივლისი 2016 23:00
0
ძაან სუსტი ფეხბურთელები არიან. შანსი საერთოდ არა აქვთ ზაგრების დამარცხებისა
kaxi
19 ივლისი 2016 22:50
0

სიახლეები პოპულარული