ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რომელიც შვედეთში გაიზარდა, წარმოუდგენელია მსგავსი რამ! შვედეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდების გაჯანსაღებისთვის, ფეხბურთზე ხომ საერთოდ აბოდებთ და სტადიონების დანგრევა კი არა, სად გახსნან ახალი სტადიონი, სულ იმის ცდაში არიან.
ნახევარმილიონიან გეტებორგში ოცამდე დიდი სტადიონი, ას ოცი საფეხბურთო მოედანია, რომლებზედაც ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს
წელს, მიუხედავად ევროპაში ამდენი ტერაქტისა და გადატრიალებისა, ათას შვიდასი გუნდი ჩამოვიდა და როგორ მიხარია, რომ მათ შორის ჩემი საყვარელი თბილისის ორი გუნდია: "საბურთალო" და "საქართველოს უნივერსიტეტი". აქ ამ გუნდებს "ვაკეთი" მოიხსენიებენ, რადგან 20 წლის წინ პირველად ჩამოსულა "ვაკე-91" და კარგა ხანს ასპარეზობდა, მაგრამ ახლა გავიგე, ეს გუნდი აღარ არსებობს და ტრადიციის მოყვარულ შვედებს ისიც ავუხსენი გეტებორგის მაგალითზე, რას ნიშნავს ვაკე და საბურთალო. დამპირდნენ, მომავალ წელს უკვე ამ სახელით მოვიხსენიებთო.
ტურნირის გახსნა საოცარი იყო, როგორც ყველა წელს, "ულევის" სტადიონზე 60 000 კაცი ესწრებოდა და მეამაყებოდა, როცა ჩემი სამშობლოს დროშა გამოიტანეს ბიჭებმა.
ბიჭებმა კარგად დაიწყეს: "საბურთალო 1"-მა (ასაკი - 2002-იანები, მწვრთნელი - ვოვა მუსერიძე) ნორვეგიულ "ვარგს" 4:1 მოუგო.
გიორგი გოშთელიანმა საკუთარი მოპოვებული პენალტი გარდასახა, მერე საგოლედ უპასა ზაზა გუგეშაშვილს. მითხრეს, გიორგის უფროსი ძმას, გურამს უკვე საქართველოს ნაკრებშიც მოუკიდებია ფეხი და იმედია, გიორგიც მას მიჰყვება. გურამ ხვედელიძემ (საბა მამაცაშვილის პასით) და ლუკა უთმელიძემ (ნიკა არველაძე) შანსი არ დაუტოვეს ნორვეგიელებს.
მეორე მატჩში შვედურ "ვაქსოს" დაუზავდნენ ბიჭები მეკარე სომხიშვილის კარგი თამაშის წყალობით, თუმცა თორნიკე ჩხაიძეს ცოტა დააკლდა გამარჯვებისთვის.
"საბურთალო 2"-ს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟი გიორგი უდგას სათავეში და არც მათ შეურცხვენიათ თავი - "მალმიოსთან" ფრედ, 2:2 ითამაშეს ლუკა ჩითინაშვილის და ზაზა თაფლაძის გოლებით (გუკა კაშიასა და სანდრო ღუდუშაურის პასებით), მერე ნორვეგიულ "ოსლო ოპსთან" - 0-0.
უსტადიონო "საქართველოს უნივერსიტეტი" (ასაკი - 1997-იანები, მწვრთნელი - ზაზა დიდებაშვილი) ნორვეგიულ "სტორე ფუტბოლთან" 0:2 აგებდა, მაგრამ ჯერ გიორგი თიგიშვილმა შორიდან შეაგდო, მერე ბადრი სამსონიამ ივაჟკაცა - 2:2.
მეორე მატჩში კი გერმანულ "ალტენჰოლცს" მოუგეს: თიგიშვილმა მთელი გერმანული დაცვა მოატყუა და შეაგდო. მერე საბა ლომიძემ ივაჟკაცა და ბოლოს ზარიძის პასით ბადრი სამსონიამ გამარჯვებისა გაიტანა - 3:2!
მე კი საქართველოს მთავრობას ვთხოვ, ნუ დატოვებენ ამ კარგ ბიჭებს უსტადიონოდ!!!
ლალი დვალი, გეტებორგიდან