ზლატკო კრანჩარი: ჩემს ფეხბურთელებს "დინამოსთან" მეტი აგრესიულობა მოვთხოვე!

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ზაგრების "დინამო" საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოსთან" ხვალ, 26 ივლისს, ზაგრებში გამართავს.

"თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ის სათამაშო სქემა ავირჩიე, რომლითაც არაერთხელ გვითამაშია. ვფიქრობდი ამაზე და გადავწყვიტე, რომ 4-2-3-1 ტაქტიკით შეგვიძლია მეტოქეს ვაჯობოთ. "დინამოს" ბარიერის გადალახვა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს გაგვინაღდებს, ამიტომ მატჩს მთელი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით.

მსურს, პირველივე მატჩში ისეთი ანგარიში დაფიქსირდეს, რომ თბილისში
მშვიდად ჩავიდეთ და სანერვიულო არაფერი მქონდეს, მაგრამ ეს რთული იქნება.

თბილისელები აუტსაიდერების სტატუსით იქნებიან და მათ დასაკარგი არაფერი აქვთ - ეს მათი უპირატესობაა. აუტსაიდერობა მათ უფრო სახიფათოს ხდის.

ქართულ კლუბს დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, მაგრამ ის "ვარდარის" დონის არაა. მათ მეორე ეტაპი მოგებითა და ფრით გადალახეს და მათი თამაშის ნახვის შემდეგ ფეხბურთელებს მატჩისადმი მთელი სერიოზულობით მოკიდება ვთხოვე.

"დინამომ" სწრაფი კონტრშეტევა იცის და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამას შემოგვთავაზებენ ჩვენ. ისინი აუცილებლად მეორე ნომრად ითამაშებენ და ეს სახიფათოა. ჩემი ფეხბურთელებისგან "დინამოსთან" მატჩში მეტი აგრესიულობა მოვითხოვე", - განაცხადა ხორვატთა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰმ... ვარდარზე სუსტებად მივაჩნივართ...ვნახოთ შეიძლება ეს ჩვენთვის უკეთესია.
hoh
26 ივლისი 2016 13:00
0
უთავმოყვარეო ხალხი ვართ თუ რაშია საქმე. თბილისის დინამო თბილისის დინამოა და ნახავთ, რომ ზაგრების დინამოსთან იგი გაიმარჯვებს.
თემური
26 ივლისი 2016 09:02
0
ვეთანხმები ბაჩოს
mose
26 ივლისი 2016 07:17
0
ioseb ქეცბას სტილი შემტევი ფეხბურთია,ეგ სტილი საქართველოს ნაკრების კონტიგენტის სტილი იყო
bacho
25 ივლისი 2016 23:04
0
ზაგრებში ქეცბას სტილში თამაში მოიტანს შედეგს სხვა გზებს ვერ ვხედავ,
იმედია მწვრთნელი ყვრლაფერს გაანალიზებს და სწორი ტაქტიკით მივაღწევთ სასურველ შედეგს
ioseb
25 ივლისი 2016 21:29
0
ბიჭო ნუხარ ეგეთი აგრესიული შენ) ნუ ცუღლუტობ))))))
svani
25 ივლისი 2016 20:20
0

სიახლეები პოპულარული