თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.

პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 32 /
ფიფია ან თავს იტყუებს, ან ვიღაცეები ატყუებენ, ან ფეხბურთი ფეხებზე კიდია და რაღაც თავისი მიზანი აქვს. სხვა შემთხვევაში არ მესმის ასე უაზროდ ფულის გადაყრის მიზანი. კურიეს, სპიჩიჩს და სკიბეს ჩამოყვანას ერთი ყენიას, დაუშვილის ან კობახიძის დაბრუნება არ ჯობია?
andro
27 ივლისი 2016 14:14
0
Sircxvilia erti normaluri gundis gaketeba ra gaxda? Fifia gvatkuebs torem ro undodes normalur mcvrtnelsac moikvanda da am Vai legionerebis magivrad samxret amerikidan chamoikvanda sashvalo donis legionerebs... Fifia ubralod piars iketebs samcuxarot.........
Dato
27 ივლისი 2016 12:11
0
გუშინ პარალელურად "როსტოვი"-äნდერლეჰტის"თამაშს ვუყურებდი და ფაქტიურად ერთი ერთში მიდიოდა მსგავსებით, განსხვავება იყო მეკარე, ანუ "დინამოს"მეკარე ეყენათ ბელგიელებს რომელიც ყველა დარტყმულს იგერიებდა ცხვირწინ, ხოლო რაც შეეხება თამაშს რატომ ვადარებ ერთმანეთს. ანდერლეHტმა" ის თამაში ფაქტიურად მოიგო კლასის ხარჯზე (თუ არ ჩავთვლით არარსებულ პენალტს რომელიც მსაჯმა მოიგონა) ისევე როგორც ზაგრებმა მოგვიგო კლასის ხარჯზე. ეს გამოიხატება შესრულებაში. როცა გუნდს ყავს ფეხბურთელები რომლებიც ნებისმიერ შანსს გოლად აქცევენ და მერე დომინირებენ მოედანზე როცა საქმე გაკეთებულია.თუ ვინმეს გონია ბურთის თრევა უპირატესობა ძალიანაც ცდება. ორი დღით ადრე თქვენ დაწერეთ ინტერვიუ ხორვატ სპეციალისტთან რომ ზაგრები სხვასაც აძლევს საშუალებას ითამაშოსო, მაგრამ შედეგი თვითონ რაც სჭირდება იმას აკეთებსო და ზუსტად ახდა გუშინ ეს სიტყვები. ჩვენი დინამოსთვის"" იდეალური იქნებოდა 0-0 იქაც და აქაც და მერე პენალტების იმედი, რადგანაც გოლის გამტანი გუნდში არავინაა და იძახეთ ახლა უპირატესობა, თამაშს კი გოლებით იგებენ და არა ბურთის თრევით. და კიდევ ხორვატებს არ დასჭირვებიათ ჯერე ხასიათის გამოჩენა თორემ ასეთი სუსტი გუნდის შთაბეჭდილება ნამდვილად არავის დარჩებოდა. მაგალითად "ცრვენა ზვეზდას"გუშინდელი თამაშიც გამოდგება.
........
27 ივლისი 2016 11:14
0
Fifia geko gulshematkivrebis dacinva da motkueba.. Meramdenet unda caagon usaxurad? Mcrvrtnelis xeli saertod ar etkoba gunds ra donis aris iarbeki unicho fegburtelebis mocvevashi sheetko. Dinamoti shedegis mixceva tu ar ginda gakide klubi marto akadeemiit shedegs verasodes miaxceeev ...
Dato-realoba
27 ივლისი 2016 11:13
0
ცენტრს აქეთ ხო ბრდღვნის ლობჟანიძე ))) ცენტრის იქით კი არა დინამოს სტადიონთან კილომეტრის რადიუსში უნდა აუკრძალო გავლა ))) გელაშვილს უბანში არ დავიმატებთ ბიჭები იმდენად დაბალი დონეა
bavaria-s
27 ივლისი 2016 10:57
0
ხო არიან ღირსები როცა ჩამოვლენ, სუყველას ქართველი ოლიმპიელების ფორმები აჩუქო? თან უნდა აიძულო ჩეიცვან.
ჭიჭიკია
27 ივლისი 2016 10:23
0
ნუთუ არ შეიძლება ქართველებით დავაკომპლექტოდ დინამო და მოვთხოვოთ მკაცრად რომ თავი შეაკლან მეტოქეს პატარა ანაზღაურების ფასად და თუ ვინმე დაიმსახურებს მივცეთ ორმაგი პრემია საქრთველოში 22 წლამდე ფეხბურთელს 1000 ლარზე მეტი ხელფასი არ უნდა მისცე
sos
27 ივლისი 2016 10:07
0
თბილისში მართლა გაუჭირდება დინამოს, 3 გოლი აქვთ გასატანი, თან არ უნდა გაუშვან. შეტევაზე წასულები უკან სიცარიელე რჩებათ. მთელი ძალებით ვერ გადავლენ. მაგალითი აქვთ გუშინდელი მატჩის, დაცვა იშლება მთლიანად..
ქართველი
27 ივლისი 2016 08:30
0
ძალიან ზედმეტად აგორავებენ ბურთს. კი ბატონო კარგია ბურთის დაჭერა მარა ნამეტანი?? მერე დაკარგვა?? ჭანტურიშვილმა რამდენჯერ დაკარგა, რასაც მოყვა პირველი გოლი. მოწინააღმდეგის საჯარიმოს წინ ბურთის გორიალი, ან გამოლი პასი, ან ჩაკიდება, ან შორიდან დარტყმა სად არის???
ქართველი
27 ივლისი 2016 08:28
0
მთავარია ყვარელს,ქარელს და ჩხოროწყუს ხო უგებენ.... და რა ქნან რაც არ შეუძლიათ მეტი...მაგათზე ხელფასი საერთოდ არაა გადასახდელი.. ერთხელ მაინც თუ გააკეთენ რამე დასამახსოვრებელი????
გეო აკადემიჯ
27 ივლისი 2016 07:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული