ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ თბილისის "დინამოს" ორბურთიანი სხვაობით სძლია.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"იმაზე რთული შეხვედრა გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თუმცა შედეგი კარგია, ბოლო-ბოლო, მოგებას ვიმსახურებდით.

არ იყო ადვილი, მაგრამ მთელ მატჩს ვაკონტროლებდით. ერთია, რომ პირველი 15 წუთი არ ვიყავით სათანადო დონეზე, შემდეგ კი გონს მოვეგეთ და უკეთესი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

თბილისის
"დინამო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ - უკეთესი. მეორე მატჩში სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა კრანჩარმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მიტო მიყვარხარ ზლატკო და მიტო გაფასებ :D:D:D რომ არ გეშლება მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემა :))) კი არადა ზომიერი ცინიზმი :D:D კრისტალს ბაზრობ და ჩემ გულში ხარ დღეიდან :))
Mandela
02:35 27-07-2016
0
რას ერჩით მართალს იზახის,უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს ზაგრებს! სამწუხაროდ ფიფიას ისეთი დონის ლეგიონერები ჩამოჰყავს რომ საქართველოში შეიძლება ბევრად უკეთესის მოძებნა... ცუდათ არ უთამაშია დინამოს მაგრამ ორი სამი მაღალი დონის შემსრულებელი რომ ჰყოლოდა არ წააგებდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული