ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" ფორვარდს, ნიკოლოზ გელაშვილს აცილებული ბურთის გამო ქართველმა კომენტატორმა გაცუდებული მომენტების სპეციალისტი უწოდა.

ზაგრების "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩში ქართველებს ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 54-ე წუთზე ჰქონდათ. მასპინძელთა კართან ლადო დვალიშვილის გამო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ვახტანგ ჭანტურიშვილმა სწრაფად გაითამაშა და პასი საჯარიმოში მყოფ ნიკოლოზ გელაშვილს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს საკმაოდ დიდი მანძილით ააცილა.

გელაშვილის ამ აცილებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კომენტატორის შეფასება მოჰყვა.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 46 /
კაი ნუშეჭამეთ კაცი, ვის არ აუცილებია, ბევრად ხელსაყრელი ადგილიდან აუცილებიათ და მეტიც, ცარიელ კარში კარის ხაზიდანაც აუცილებიათ, შეგიძლიათ მოიშველიოთ იუთუბი და იქ ნახოთ. ასე რომ ნუ დააკომპლექსებთ კაცს, ისედაც განიცდის თავის გაცუდებულ მომენტს.
Eric cantona
28 ივლისი 2016 10:57
0
სამწუხაროდ დინამო ვერ გადალახავს ბალკანურ ბარიერს.
გოჩა
28 ივლისი 2016 10:54
0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაფრთხილებს, რომ ქართულ ფეხბურთში მძვინვარებს გელაშვილის სინდრომი. სიმპტომები: ცარიელ კარში ბურთის ვერ გატანა, თავში ორი ხელის ცემა, ფეხების კანკალი, ხელების გაშლა, უმისამართო პასები, ციბრუტივით ტრიალი, სათადარიგო სკამის ხეხვა, ციებ-ცხელება და დაუსრულებელი კოშმარები. გთხოვთ მოარიდოთ ტელეეკრანებს ბავშვები და მოხუცები. ხოლო ფეხბურთელებს მოვუწოდებთ გაიკეთონ აცრები. ძვირფასო დინამოელებო, გელაშვილის სინდრომი გადამდებია, მაგრამ თუ მოიხადეთ მეორედ აღარ შეგეყრებათ.
ლუკა
28 ივლისი 2016 10:49
0
ჩემი ნება რომ იყოს გელაშვილს დინამოში არ ვათამაშებდი.ახლომხედველები ხართ. ვერსად გამოიჩინა თავი. ეს დინამოს მწვრთვნელის პრობლემა არის.
გოგი
28 ივლისი 2016 10:49
0
ფიფია გაუშვი პენსიონერი გელაშვილი პანსიონში
შოთა გუგეშაშვილი
28 ივლისი 2016 10:40
0
რატომ არ გაიტანაო, ესაო, ისაო!!! ისე სთხოვთ ამ გელაშვილს, თითქოს რეალის ვარსკვლავია და როგორ ვერ გაიტანაო. კარგით რა!! რა გუნდშიც თამაშობს, ის დარტყმაც გააკეთა. გელაშვილია, რონალდო კი არა!!! ერთხელ ჩელემ 2 მეტრიდან ააცილა არარატის კარს ერევანში. ნახევარმა თბილისმა ინფაქტი კინარამ მიიღო. ხდება ასეთი რამეები, თუმცა გელაშვილოოო, შენ რა გითხარი. გაგეტანა და გარეხარებინეთ რა!!!!
stajiani balelshiki
28 ივლისი 2016 10:27
0
რა თქვა რო არასწორი, ნაღდათ ეგრეა და სიმართლე თქვა.
გოგა
28 ივლისი 2016 10:09
0
კაი ნუღა ვგრუზავთ ამ კაცს!!! რაც იყო იყო... ეგეთები ბევრი ყოფილა, გულშემატკივარს ბევრჯერ გაულანზღია ბავშური შეცდომის გულისთვის თავის საყვარელი ფეღბურთელი, ასე რომ ნიკა გელაშვილმა დაივიწყოს და შემდეგ თამაშში გოლით გამოასწოროს და ნახავს მერე , რას იტყვის ის კომენტატორიც და რას დაწერს შენზე Gულშემატკივარიც, ქართველი გულშემატკუვარი უცებ ვივიწყებთ ყველაფერს ისედაც.... / არველაზეს არ დაუშვია შეცდომა?? ლოკიმოტივზე , რამის დაინგრაა სტადიონი, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი , კალაძეზე საერთოდ აგარაფერს ვიტყვი, რაც მაშინ ხდებოდა სდადიონზე... ასე რომ, გადი მინდორზე და დადე შედეგი!!! ასეთია სპორტი, კარგად ითამაშებ შეგაქებენ, შეცდომას დაუშვებ და გადაგივლიან, და ამის გამო არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში...
Vaso
28 ივლისი 2016 10:06
0
ქართული ფეხბურთის გადარჩენა თუ გინდათ - დროა ფეხბურთელებს თავი დაანებოთ და იმ მწვრთნელების დასახელება დაიწყოთ ვინც ვერ ან არ ასწავლა!
გუჯა კახაძე
28 ივლისი 2016 10:03
0
exa magra ro moindomos da meoreshi sami goli sheyaros :D da 3-0 ro movigot. mere edzaxet specialisti :D :D
skafush
28 ივლისი 2016 09:51
0

სიახლეები პოპულარული