ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ფეხბურთს განავითარებს

AutoSharing Option
7 აგვისტოს საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება. საინტერესო ფაქტია: ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ მორიგი პირველობის დაწყებამდე მონაწილე გუნდებს, სფფ-ის ინიციატივით, თამაშის წესებში ცვლილებების შესახებ შესაბამისი ინსტრუქტაჟები უტარდებათ და ეს სამსაჯო ინსტრუქტორების მეშვეობით ხდება...

მაგალითად, ფოთში ჩატარებულ ინსტრუქტაჟში მომხსენებელი წარსულში ცნობილი მსაჯი ავთანდილ შალამბერიძე გახლდათ, რომელმაც ფოთელთა გუნდს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ფეხბურთის წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშება გარდამავალი ჩემპიონატის სტატუსით ჩატარდება და მასში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბევრისთვის ეს მისაღები ვარიანტია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ "ეს ჩემპიონატი
კი არა, საცდელი ლაბორატორიაა" - სოციალურ ქსელში ასეთი აზრიც ამოვიკითხეთ.

ცხადია, საერთო დონე მხოლოდ გუნდების შემცირებითა და ჩემპიონატის ახალ-ახალი ფორმატით არ გაიზრდება - ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კლუბებს, ბიუჯეტის გარდა, კერძო ბიზნესიც დააფინანსებს, მოწესრიგდება სტადიონები, ბაზები, აშენდება საფეხბურთო აკადემიები...

თუმცა, გუნდების შემცირება და ჩემპიონატის უკეთესი ფორმატი რომ შეიძლება იყოს ხელშემწყობი, ამაზე ფაქტები მეტყველებს - გავიხსენოთ, ევროსარბიელზე ქართული გუნდები ყველაზე წინ სწორედ 10 და 12-გუნდიანი ჩემპიონატების პირობებში წავიდნენ...

იმედი ვიქონიოთ, რომ ხანგრძლივი იმედგაცრუების შემდეგ ხალისს ეს გარდამავალი ჩემპიონატი მაინც დაგვიბრუნებს. ამ კუთხით დამაიმედებელია ის ფაქტი, რაც მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გაჟღერდა: სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2017 წლამდე საქართველოში 10 საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს.

ეს საქართველოში მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით და ამის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა ამ პროექტს მხარი დაუჭირეს.

- "თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი"

იმ დროს, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი "პრიხვატიზაციას" დაემსგავსა და მარტო თბილისსა და მის შემოგარენში 28 სტადიონი და სტანდარტული მოედანი განადგურდა, ერთ წელიწადში 10 სტადიონის აშენება საფეხბურთო სკოლებსაც წაადგება და უმაღლეს ლიგასაც.

ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტულ კომპლექსებს ააშენებს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანს - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. უპრეცედენტო მშენებლობა წელს დაიწყება და 2017 წლის ივნისში დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას... ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის აღორძინებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კუთხით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული", - წერია სფფ-ის განცხადებაში.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საქართველოში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება ქვეყანაში ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დომენტის და არველაძეების ხელში რომ უფსკრულში გადაეშვა ქართული ფეხბურთი იმიტომაც გააბუნცულეს ფედერაციიდან,შენ როცა მოდიხარ და უკეთესს პირდები ხალხს ვალდებული ხარ უნდა შეასრულო,სად არის ბათუმის სტადიონის მშენებლობა???
qobuleteli
17:38 01-08-2016
0
მადლობა მთავრობას და ღმერთმა შეასრულებინოთ.ძალიან გთხოვთ ზუსტად გაგვაგებინოთ სად და რომელ ქალაქში რამდენ ათასიანი აშენდება. გთხოვთ და გემუდარებით გაგვაგებინეთ ბატონო ლევან როდის დაიწყება ბათუმის დინამოს ლამაზი და ალბათ თბილისის და ქუთაისის შემდეგ ყველაზე დიდი და ლამაზი „40- ათასიანი სტადიონის შენება, შემდეგ ფოთის , შემდეგ ზუგდიდის და ზესტაფონის შესახებაც გვიმბეთ და გაგვახარეთ კარგი ამბებით. ღმერთი იყოს თვენს და ჩვენი სამშობლოს გვერდით, ამინ.
ქართლოსი ქუთაისიდან
19:36 01-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული