იურაი იარაბეკი: პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ხვალ დღესასწაული გველის. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და
2 ბურთი მივიღეთ. მოვლენ გულშემატკივრები, ვისი იმედიც მაქვს და გუნდთან ერთდ კარგ გარემოს შექმნიან.

ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გავუშვით. მეორე ტაიმში მოედანზე გასატანად გელაშვილი შევუშვი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერც გავიტანეთ...

თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში - პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ. მეტოქე კონტრშეტევაზე რომ ძლიერია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, შესწავლილი გვაქვს და ჩვენს სტრატეგიას დავუპირისპირებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

იარაბეკთან ერთად პრესკონფერენციას უჩა ლობჟანიძეც დაესწრო.

"მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ჩვენი და მათი თამაშიც. გაანალიზა, რის შემდეგაც რჩევა-დარიგებები მოგვცა. ცუდია, რომ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ხდება ასეც... ხვალინდელი მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი მოემზადა და დანარჩენს თვითონ მატჩი გვეტყვის.

გუნდში მთავარი მწვრთნელია და მისი ასეთი მუხტი ფეხბურთელებზე კარგად აისახება. არის იმედი გამარჯვების. შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 27 /
წადი რა მოშორდი დინამოს ჩვენ ჩემპი გეტყობოდა რო კლასი არგაქ.
gio
02 აგვისტო 2016 00:24
0
სმწუხაროდ მეც უფულობა არ მაძლევს საშვალებას ხვალ ვუქომაგო დინამოს მაგრამ ტელეეკრანიდან მთელი სულით და გულით დინამოელი ვიქნები და დავიხარჩები ბოლომდე თუნდაც ეკრანთან .
DAVITI
02 აგვისტო 2016 00:02
0
წარმატებას ვუსურვებ დინამოს!
თუმცა ძნელია დაიჯერო. 35 წელია დღესასწაულის მაგივრად ბოლო იმედის დასაფლავებას გვთავაზობს დინამო. აგვისტო ტრადიციულად ევროპული შანსების დასაფლავების და ქელეხების თვეა ქართულ ფეხბურთში.
ლუკა
01 აგვისტო 2016 23:58
0
odala
მე ისეთ ფრეს, ქეცბაია რომ აკეთებდა, ასეთი წაგება მირჩევნია. კაცია და ბუნება.
zurab
01 აგვისტო 2016 23:11
0
რა გინდათ მწვრთნელისგან, რომ თქვას უკვე დაგვერხა და ამ თამაშს აზრი არა აქვსო? მე მგონია მოსალოდნელი შედეგის მიუხედავად ჯობია ვისაც შეგვიძლია მივიდეთ და ვუგულშმატკივროთ გუნდს
mmm
01 აგვისტო 2016 21:46
0
დზაან დიდი სურვილი მაქ რო ხვალ მანდ ვიყო და ვუგულსჰემატკივრო დინამოს,უფულობა არ მაზლევს ამის საშუალებას.ხვალ ცარმატებები ბიჭებს,და ყველა დინამოს გულშემატკივარს
shalva
01 აგვისტო 2016 21:44
0
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო...!!! უნდა გადმოგვხედოს ღმერთმა!
svani
01 აგვისტო 2016 20:58
0
დინამოს ბიჭებს და მის მთავარ მწვრთნელს ხვალ ზაგრებთან და შემდეგ ევროპაზე დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ხვალ გამოჩნდება ვის უყვარს ქართული ფეხბურთი საქართველოში. ყველა ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონზე უნდა იყოს იბრძოლოს ფეხბურთელთან ერთად ამ საეტაპო გამარჯვებისთვის. დიდი გამარჯვება ბიჭებო!!!
gizog
01 აგვისტო 2016 20:19
0
მეტოქეს ერთი ბურთი ჰყოფნის საქმის მოსამთავრებლად და თუ ვინმე ფიქრობს რომ ამ ბურთს არ გავუშვებთ, მიდით ძმაო, გაგატარეთ. იარაბეკ, ზაგრებში თქვენი ამოცანა ის კი არ იყო კარი მშრალად შეგენახათ. არამედ, როგორც თამაშიდან გამოჩნდა - გაგეტანათ. ამის გამო დაგავიწყდათ თქვენი კარი და ისე გაბრლატავდით გეგონათ ალაშკერტს ეთამაშებოდით. კარგად უბერეთ, ვაღიაროთ, მაგრამ დაგაგოიმეს სასტიკად.
odala
01 აგვისტო 2016 20:18
0
შენ თუ წახვალ გუნდიდან მართლაც მოხდება სასწაული აბა გამოუცდელ გუნდს შეტევაში ტამაში რო მოსთხოვე უკან მოუხედავათ გეგონა დაპატიებდნენ წადი მოშორდი დინამოს.
gio
01 აგვისტო 2016 19:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული