იურაი იარაბეკი: პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ხვალ დღესასწაული გველის. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და
2 ბურთი მივიღეთ. მოვლენ გულშემატკივრები, ვისი იმედიც მაქვს და გუნდთან ერთდ კარგ გარემოს შექმნიან.

ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გავუშვით. მეორე ტაიმში მოედანზე გასატანად გელაშვილი შევუშვი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერც გავიტანეთ...

თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში - პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ. მეტოქე კონტრშეტევაზე რომ ძლიერია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, შესწავლილი გვაქვს და ჩვენს სტრატეგიას დავუპირისპირებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

იარაბეკთან ერთად პრესკონფერენციას უჩა ლობჟანიძეც დაესწრო.

"მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ჩვენი და მათი თამაშიც. გაანალიზა, რის შემდეგაც რჩევა-დარიგებები მოგვცა. ცუდია, რომ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ხდება ასეც... ხვალინდელი მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი მოემზადა და დანარჩენს თვითონ მატჩი გვეტყვის.

გუნდში მთავარი მწვრთნელია და მისი ასეთი მუხტი ფეხბურთელებზე კარგად აისახება. არის იმედი გამარჯვების. შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ნეტავ თქვენ არ ხრიგინებდეთ ცარიელი კასრივით და მეტი რა უნდა მსოფლიოს რა....
jarji21
01 აგვისტო 2016 19:22
0
ან გვეკაიფება
Dinamo
01 აგვისტო 2016 19:12
0
Ragac ar mjera aset optimistur dapirebebs ragac safudzveli mainc hqondes. pirveli taimis 40 wuts martlac ara ushavda magram danarcheni iyo katastrofa meore taimma ilmogebis imedi me damikarga magra mainc vgulshematkivrob.(ra vqna mainc qartvelebi arian)
d
01 აგვისტო 2016 19:10
0
Mec giji mgonia.5%-ia chveni dinamos Shansi.....saswauli unda moxdes...
Gocha
01 აგვისტო 2016 19:09
0
იარბეკ წყალწაღებული :)
ბესო
01 აგვისტო 2016 19:06
0
ერთი არ ყოფილა "დღესასწაული"ხვალ ძაან ცუდად ისვრი ჰაერზე სიტყვებს)))) ცოტა დასტოინად)))))))
svani
01 აგვისტო 2016 19:06
0
ეს მგონი გიჟია
Dinamo
01 აგვისტო 2016 18:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული