ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა: თბილისის "დინამომ" კარს ყველაზე მეტჯერ ააცილა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, სადაც თბილისის "დინამოც" ფიგურირებს.

საქართველოს საუკეთესო გუნდმა ევროტურნირზე ჩატარებულ 4 მატჩში მეტოქეთა კარისკენ, ჯამში, 66-ჯერ დაარტყა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს შორის ეს მეოთხე მაჩვენებელია, საუკეთესო კი შოტლანდიური "სელტიკია" - 73 მცდელობით.

თბილისის "დინამო" პირველია კარს მიღმა დარტყმებით. იურაი იარაბეკის შეგირდებმა ერევნის "ალაშკერტთან" და ზაგრების "დინამოსთან" მატჩებში, ჯამში, არაზუსტად 41-ჯერ დაარტყეს. ამ მხრივ, გამორჩეული ვახტანგ ჭანტურიშვილი ყოფილა - 8 დარტყმა.

რაც შეეხება "დინამოს" სხვა მაჩვენებლებს, თითო თამაშში თბილისელთა
კარისკენ დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 16,5 შეადგენს. კარის ჩარჩოში თბილისელებმა 15-ჯერ დაარტყეს, 41 დარტყმული კარს ასცდა, 10 - დაიბლოკა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში ანგარიშით 0:3 დამარცხდა ზაგრების "დინამოსთან" და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსული დ შორს ,,გააფრენს" დინამოს

ქართველებს დამწერლობა არ გვაქვს ? ერთი ემბლემა რა გახდა ?
giga
19:47 04-08-2016
0
ებროპაში გულშემატკივარი თუ 20 ეუროს იხდის ბილეთში ის 20 შემოსავლიდან გამომდინარე 2 ლარს უდრის. მეორეს მხრივ იქ ფეხბურთელები და გუნდის მენეჯმენტი პროფესიონალები არიან და არა ერთი რუსული ცეხავიკის საკუთრებაა, რომელიც ევროპის წინ გუნდს შლის და ახლიდან აწყობს!
Vato-s
20:15 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული