"დინამოს" ვიცე-პრეზიდენტი: ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი გვაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ფიფიამ დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულებული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან მეტოქე შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად, თბილისელთა მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ბერძნული პაოკ-ი იქნება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში ცნობილია
- პაოკ-ის მწვრთნელი "დინამოზე": მეტოქეში გაგვიმართლა

"ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის წინ, რადგან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი  გვაქვს. ვეცდებით, შესაძლებლობების 100-ივე პროცენტი გამოვიყენოთ.

გუნდში კარგი განწყობაა, რადგან ევროპის ლიგასთან ახლოს ვართ. ვიცით, რომ მეტოქე რთულია და რომ რთული მატჩები გველის. 18
წლის წინ პაოკ-მა თბილისის "ლოკომოტივს" მოუგო, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა", - განაცხადა ფიფიამ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 25 აგვისტოს. პირველ შეხვედრას "დინამო" შინ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
სანამ ფიფია იქნება პრეზიდენტი ვერაფერ ვერ მოვიგებთ დაიმახსოვრეთ ყველამ
kote
09:20 07-08-2016
0
ბერძნებს თუარააქვთ საბაქიბუქო ფეხბურთში აპა ჩვენ გვაქ, ევროპის ჩენპიონები არიან ბოლოსდაბოლოს,დდ
qutaiseli
10:18 06-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული