ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ ნომინალური ფორვარდის გარეშე ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, "დინამო" რამდენიმე დღის წინ ორმა თავდამსხმელმა დატოვა - ჯერ ვენის "რაპიდში" გიორგი ქვილითაია წავიდა, შემდეგ კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნიკოლოზ გელაშვილთან გაწყდა.

როგორც შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ფორვარდით გაძლიერებას არ გეგმავს, გუნდის მესამე ფორვარდი ლადო დვალიშვილი კი ტრავმირებულია და პირველ მატჩს გამოტოვებს.

იურაი იარაბეკის გუნდში რჩება მხოლოდ ერთი ნომინალური თავდამსხმელი - 18 წლის ბექა მიქელთაძე, რომელსაც საეჭვოა,
მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადოს. მიქელთაძეს ევროთასებზე არცერთი წუთი უთამაშია.

დვალიშვილის გარდა, ტრავმების გამო პირველ შეხვედრას სტეფან ველევი და მატია შპიჩიჩიც გამოტოვებენ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" 18 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ეეჰ ათამაშოს ის ბალღი მაინც. რაიცი ყველაფერი ხდება იქნებ უკეთესიც იყოს. რატო არ უნდა ენდოს.
Kaxa
15 აგვისტო 2016 17:04
0
დვალისჰვილი ტუ არ არი ტბილისსჰიც წაგვიგია
nika
15 აგვისტო 2016 17:02
0
მივმართო მინდა ბატონ რომან ფიფიას-გსურთ რომ დინამომ ითამაშოს მომავალ ეტაპებზეე??? რას ნიშნავს ეს რომ ფოლვარდს არ იმატებთ? ისე ძლიერები ვართ რომ კარიდან კარშიც გავუტანთ?უბრალოდ ძან გულსაწყვეტია ყველა წინ წინ მიდის ჩვენ უკანიუკან.სირცხვილია ჩვენც ხომ გვინდა ერთხელ გავიხაროთ კიდევ დინამოთი და ჩვენც მოვხვდეთ იქ სადაც სხვებ ხვდებიან
ჯვარშე
15 აგვისტო 2016 16:54
0
მივმართო მინდა ბატონ რომან ფიფიას-გსურთ რომ დინამომ ითამაშოს მომავალ ეტაპებზეე??? რას ნიშნავს ეს რომ ფოლვარდს არ იმატებთ? ისე ძლიერები ვართ რომ კარიდან კარშიც გავუტანთ?უბრალოდ ძან გულსაწყვეტია ყველა წინ წინ მიდის ჩვენ უკანიუკან.სირცხვილია ჩვენც ხომ გვინდა ერთხელ გავიხაროთ კიდევ დინამოთი და ჩვენც მოვხვდეთ იქ სადაც სხვებ ხვდებიან
ჯვარშე
15 აგვისტო 2016 16:54
0
ოოო )) აი მესმის თამაში... მგონია რომ უნდა მიეცეს მიქელთაძეს შანსი )) რაშფორდის პონტში იქნებ ეგეც იღბლიანია და გაიტანოს 1-2-3-4 გოლი
shako
15 აგვისტო 2016 16:44
0
5-10 ლარი რა არი? დინამოს თამაშებზე ბილეთი 100 ლარიდან უნდა იწყებოდეს....
გიორგი
15 აგვისტო 2016 16:25
0
ერთი ნორმალური ლეგიონერი ფორვარდი(თავდამსხმელი, გოლის გამტანი)))რა გახდა ბოლოსდაბოლოს, თუ ამდენს ხარჯავ აზრი რომ ჰქონდეს
ირაკლი
15 აგვისტო 2016 16:24
0
დინამომ ოფიციალურად დანებდა ევროტურნირებს))) მომავალ წლამდე ევროპავ))!!
svani
15 აგვისტო 2016 16:21
0
UFORVARDOD DAVRCHIT?FORVARDEBI SAERTOD KARGA XANIA AR GVKAVS. FORVARDS EZAXIT AN KVILITAIAS AN GELASHVILS AN DVALISHVILS? SHEBOCHILI CXENEBIVIT RO DARBIAN? FORVARDMA UNDA SHEAGDOS BURTI KARSHI.RASAC ESENI VER AKETEBEN
Goga
15 აგვისტო 2016 16:13
0
გასაგებია რომ შედარებით ბრძოლისუნარია გუნდია "დინამო" ამჟამად.გააზრებულად თამაშობენ.მაგრამ კარში ნორმალურ დამრტყმელს ხედავს მწვრთნელიი?კარის ჩარჩოში ნორმალუად ფეხბურთელი 90 წუთის მანძილზე რომ ვერ დაარტყამ იქ რაღაზე უნდა ისაუბრო.იმუშაონ ამაზე.გოლს ისე ვერ გაიტან კარში თუ არ დაარტყი სხვადასხვა მანძილიდან.ჩვენ იმ დონის გამოცდილი ბიჭები არ გვყავს ამ ჟამად რომ ევრო ასპარეზზე უფოლვარდოდ ითამაშონ.უნდა დაიმატონ ერთი ფორვარდი მაინც.ან ისეთი ფეხბურთელი გვყავს ვინც ამ ფუნქციებს შეითავსებს?თუ დავიმატებთ ისეთი დავიმატოთ ვინც ერთი თავით მაღლა იდგება შემდეგ რომ აღარ გამოვთქვათ პრეტენზიები.ვუგულშემატკივროთ დინამოს ის ჩვენი ერთადერთი დარჩენილი გუნდია ევრო ასპრესზე.წარმატებები დინამოს
ჯვარშე
15 აგვისტო 2016 16:12
0

სიახლეები პოპულარული