კობიაშვილი გლდანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გლდანის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
"ქართულმა ოცნებამ" კობიაშვილი კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინა.
როგორც სფფ-ში გვითხრეს, ფედერაციაში არანაირი ცვლილებები არ იქნება. ლევან კობიაშვილი რჩება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას.