ორი მათგანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრია - ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი (გლდანი, 21-ე ოლქი) და მიხეილ ყაველაშვილი (ნაძალადევი, მე-18 ოლქი).
წლებია, რაც ყაველაშვილი საფეხბურთო ოპოზიციაშია და ამან ეტყობა, პოლიტიკური აქტივობისკენაც უბიძგა. თავად აქვს ნათქვამი, რომ ორი წლის განმავლობაში, სანამ ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდოდა, დაჭერით ემუქრებოდნენ და ამის გამო საქართველოში ჩამოსვლას ერიდებოდა.
მაჟორიტარ კანდიდატებს შორის
სამგორის მე-13 ოლქში კი კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული შოთა ხაბარელი იყრის.
მათი პარლამენტში მოხვედრა იმის გარანტია იქნება, რომ სპორტულ სამყაროს სერიოზული ლობისტები ეყოლება და იმედია, სპორტული ობიექტები არა მხოლოდ დაცული იქნება, არამედ ახალი ცენტრები აშენდება და სპორტის განვითარებისთვის აუცილებელი კანონების მიღებასაც ხელს შეუწყობენ.
კითხვებიც დაისვა - რამდენად კანონიერია, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის სახელით იყრის კენჭს? მაგრამ ამაში კანონდარღვევა არაფერია - ლევან კობიაშვილი საზოგადოებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და კანონი მას არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში კი სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენაც შეეძლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"