ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!

AutoSharing Option
დღეს, 17 აგვისტოს, "დინამო არენას" მედია დარბაზში ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩის წინ, პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ბერძნული კლუბი ხვალ "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

"ეს მატჩი ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც "აიაქსთან" იყო. განსხვავებაში სხვა შემადგენლობას ვგულისხმობ. თუმცა მიზანი იგივეა - გამარჯვება. ვეცდებით ამჯერზე მოვახერხოთ ის, რაც ვერ მოვახერხეთ
"აიაქსთან". აქ მოსაგებად ჩამოვედით და წამითაც არ გვიფიქრია ფრეზე.

არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც რაიმესი ეშინია. დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ არაფრის მეშინია!

შანსებს 50-50-ზე ვაფასებ. გასათვალისწინებელია, რომ "დინამოში" 7 ფეხბურთელი თამაშობს, ვინც ძალიან გამოცდილია და სულ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრების მაისურით ესპანეთი დაამარცხეს.

ჩემი ფეხბურთელებისგან რწმენას და მეტოქეთა გუნდის პატივისცემას ვითხოვ. თუ მეტოქეს პატივს არ სცემენ, აუცილებლად დამარცხდებიან. აქ სრული, 22-კაციანი შემადგენლობით ჩამოვედით. უფლის წყალობით, ვინც 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, ტრავმირებული არაა", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თავისი ჭკუით ვითომ დიპლომატობს ივიჩი.
თუ სენსაცია მოხდა და თბილისში წააგო,შინ
თავს გაიმართლებს, ხოლო თუ მოიგო-იტყვის ბრძოლაში გავიმარჯვეთო
qomagi
10:54 18-08-2016
0
რა გაუხარდათ ბერძნებს დინამო რო შეხვდათ კენჭინსყრაში! აი გამართლება! 0:3 ჩემი პროგნოზი.
misho
10:30 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული