თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

AutoSharing Option
დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი შინ ბერძნულ პაოკ-თან გამართა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:3.

ანგარიში მატჩის მე-20 წუთზე ლეონარდო მატოსმა გახსნა, რასაც 71-ე წუთზე ხოსე ანხელ კრესპოს გოლიც მოყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე მოედანზე 2 წუთის შემოსულმა ფაკუნდო ფერეირამ დააფიქსირა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა სალონიკში 25 გვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 68 /
არცერთი ყოფილი ფეხბურთელი პარლამენტში!!! ჯერ ის საქმე გააკეთონ რაც ვითომდა იციან..პოლიტიკაშიც ფულის საკეთებლად უნდათ მოსვლა... კობიაშვილს ერთი ხელფასი არ ჰყოფნის და პარლამენტარისაც უნდა(ფული არა აქვს საწყალს).. და არცერთი ფეხბურთელი ფედერაციაში!!! ეგენიც ფულის საკეთებლად(და არა გამოსამუშავებლად) არიან მანდ... ფეხბურთი და ხალხის ნერვები არავის არ აინტერესებს..
azazelo
19 აგვისტო 2016 01:20
0
წაგება წაგებაა, მაგრამ არანაირი იმედის ნაპერწკალი, რო მომავალში რამე გამოვა ამათგან, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არანაირი სპორტული ჟინი არ იყო, აბა შეხვდნენ ზუგდიდს ან დილა გორს ან რავი სხვა ქართულ კლუბს, მაშინ გაიგიჟებენ თავს,უეფაზე . ჩემპიონთალიგაზე აქ კი დადიან ჩასვრილები, დაიწყებენ რა პაოკმა 14 მილიონი დახარჯაო, მაგ ლოგიკით ისლანდია ვერ უნდა უგებდეს ინგლისს, ფარერები ვერ უნდა უგებდეს საბერძნეთს
ako
19 აგვისტო 2016 00:53
0
კობიაშვილმა ფედერაცია ფეხზე დააყენა აი ტამაში ეხლა ეცდება პარლამენტს დაეხმაროს კობი შენი მოსვლის მერე სულ უკან წავიდა ფეხბურთის საქმე საქართველოში მუჯირის ბიჭი საბურთალოში დავინახე ეგ ნაღდად გვიშველის
goga
19 აგვისტო 2016 00:25
0
გულშემატკივრებო, გვეგონა ლევანი ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანის სურვილით და სულისკვეთებით მოვიდა და თურმე პოლიტიკოსობის სურვილი ჰქონია. ამიტომ არის ჩვენი ფეხბურთი ამ დგომარეობაში. ნოდარ ახალკაცის და მერაბ ჟორდანიას გარდა,ყველას თავის პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს ჩვენს საყვარელ გუნდს და ქართულ ფეხბურთს. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია, რომ დავსაჯოთ კობიაშვილი, ყაველაშვილი და არველაძე არ ვაღირსოთ დეპუტატობა.
zviadi
19 აგვისტო 2016 00:16
0
იმედი არ მქონდა რომ მოიგებდნენ...პირველი გოლის შემდეგ ოლიმპიადაზე გადავრთე,მაგრამ შიგა და შიგ მაინც გული არ მასვენებდა და ისევ ფეხბურთზე გადავრთავდი ხოლმე,მაგრამ რად გინდა ....(ასე პირველად ვუყურე ფეხბურთის რეპორტაჟს)რა უნდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს არ ვიცი პირდაპირ.გული დამწყდა სახლში რომ გაგვანადგურეს.იქ რა იქნება?მოვიგებთ?
boris kvikvinia
18 აგვისტო 2016 23:52
0
საქართველოში რო უცხოელი ჩამოვა სათამაშოდ ან უთავმოყვარეოა და ან მაგარი მშიერი,ვინ ჯანდაბაა ეს იურაი იარაბეკი,მწვრთნელის გარდა ყველაფერია.ბიჭებს მაინც მადლობა,მეტი არ შეუძლიათ რა ქნან...
ვაი...ვაიიი...
18 აგვისტო 2016 23:30
0
გილოცავ მარადონა და ყველა შენნაირ სამშობლოს "მოყვარულს".
haha
18 აგვისტო 2016 23:29
0
ერთმორწმუნე ბერძნები, რომ ესე გაგიმეტებენ სხვისგან რას უნდა ელოდო.:)
ნაცი ხვიტია
18 აგვისტო 2016 23:29
0
ფეხბურთის მმართველებო დაინახეთ ბოლოსდაბოლოს რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი? ეს არის თქვენი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ბრალი, ეს არის მერკანტილური მიზნებით მოაზროვნე მმართველების ბრალი, როდემდე შეიძლება შეგვრცხვეს, ჩვენც გვინდა სიამაყით ვსაუბრობდეთ უცხოელებთან ჩვენი მიღწევებით ფეხბურთში და არა ვჩუმდებოდეთ, როცა ჩვენს ფეხბურთზე გვეკიტხებიან. უკვე ყელში ამოხვედით, "იმენნა" გაატრაკეთ საქმე. დროულად და უსწრაფესად უნდა მოხდეს ფეხბურთში შექმნილი ვითარების გამოსწორება.
patrioti
18 აგვისტო 2016 23:23
0
მეკარეზე მაინტერესებს, ქართველი უკეთესი მეკარე ვერ ვიშოვეთ? კარის ხაზს იქეთ არგასულა, ყველა მისივე მეკარის საჯარიმოდან გაგვიტანეს. ვერ ვიტანთ გოლებს გასაგებია, მაგრამ ქართველი უკეთესი მეკარე მოიძებნება, რომელიც გამოსვლაზე მაინც გამოაგდებდა ერთ-ორ ბურთს და ასე არგავნადგურდებოდით
ირაკლი
18 აგვისტო 2016 23:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული