თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სლოვაკი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს:

- პაოკ-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]

"როგორც გუშინ, გვიან ღამით ჩვენმა კოლეგა კობა ინასარიძემ გვაცნობა, იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სხვათა შორის, უფრო ადრე, როცა "აქტობესთან" წაგების შემდეგ "დინამოდან" მიხალ ბილეკი გაუშვეს,
მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კახი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ის-ის იყო, დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა მოგებული....", - წერს გამოცემა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან გვანცელაძე

იარაბეკის თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს" სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.

53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 83 /
ჩვენთან პატარა ფეხბურთელები ბუნებრივად დიდი ტალანტით არიან დაჯილდოვებული:))) ბოლოს კი ვხედავთ ერთი ტაიმის მოთამაშეს:))) ამდენი ტალანტი ასე რატომ იკარგება?
შოკირებული გულშემატკივარი
27 აგვისტო 2016 13:19
0
გორის დილას თუ შეუძლია ნორმალური შემადგენლობის შეკრება და რამოდენიმე ეტაპის გავლა ულეგიონეროთ თანაც ეს დინამო რაღა გახდა???ფულს რო იხდი დალოცვილი შედეგი არ გინდა???(ფიფიას)!სად პოულობენ ესეტ დაგვაჯულ ხალხს?არა ტეხნიკა არა სისწრაფე არა ფიზიკური მონაცემები!საღოლ მაგარი სელექცია მიდის დინამოში!ნიკა გელაშვილის ვენაცვალე კაცი ყოფილა რო წავიდა!თავმოყვარეობა სხვებსაც რო ქონდეთ შედეგიც უკეთესი იკნება!!!
giorgi
27 აგვისტო 2016 10:57
0
ეხლა ნახე გვანცელაძ საერტოდ თავისი აზრით არავის არ მიიღებს დინამოში იმან დარეკა ამან მოიყვანა ასეა უ19 ასე იქნება დინამოში და უნდა გვშალონ ნერვებ
gulshematkivari
27 აგვისტო 2016 10:47
0
მწვრთნელი არსენ ვენგერი ან ჟოზე მაურინიოც რომ ჩამოიყვანოთ ამ უნიათო ფეხბურთელებისგან ვერასოდეს ვერ დადგება გუნდი თბილისის დინამო.
niko
27 აგვისტო 2016 09:37
0
საერთოდ არ ვაპირებ ერთი თეთრის გადახდას ფეხბურთისთვის, ის კიარა საბიუჯეტო გუნდები რომელიცაა სპონსორებმა უნდა არჩინონ ან საერთოდ დაშალონ. ჩვენი გადასახადებით ისედაც ვინახავთ ბევრ მუქთახორას და ტროიკაზე მომჯდარ უსაქმურ ფეხბურთელებს მე რატო უნდა ვუხდიდე ხელფასს ვერ ვხვდები.
ქომაგი
27 აგვისტო 2016 08:42
0
რას ჰქვია "ერთ სულ მოსახლეზე" - რატომ უნდა ვაფინანსო მე გუნდი, რომლის თანამოსახელე ერთ დროს კი მიყვარდა, მარა ახლა ის სახელი დაბრალებული აქვს სხვას და მეზარება შავი ჭირივით?
თან მეპატრონე ჰყავს, რომელსაც აჩუქეს ფეროს წილი, რომელიც მანამდე წაართვეს კაცს, რომელიც ჩემი ქალაქის გუნდს აფინანსებდა
Mamukas
27 აგვისტო 2016 07:54
0
მამუკას ერთი რამეს გგკითხავ და გამეცი პასუხი მე დილას ფანმა რატო უნდა შევინახო დინამო მეე ჩემ გუნდს რა ეშველება.
fcb
27 აგვისტო 2016 01:00
0
ფიფია ფეხბურთში აბსოლუტური დილეტანტია ( თუ რამე ესმის ,მაშინ მთელი ხელმძღვანელობა უნდა გაანთავისუფლოს)...როგორც პიროვნება კი ან მაზოხისტია,რომელსაც სიამოვნებს თავისი ულების უაზროდ ხარჯვა (რაც ნაკლებად დამაჯერებელია) ან ვიღაც ყავს "დათრეული" და იმის ფულებს ხარჯავს და თვიტონაც ხეირობს ამ უაზრო ტრანსგერების "ატკატებიდან" ( ეს ვერსია უფრო რეალურია)...
ფიფია და ფულები
27 აგვისტო 2016 00:15
0
ნეტავ რა ელის თამაშის იმიტაციას, რომელსაც "ქართულ ფეხბურთს" ეძახიან?
გუჯა კახაძე
26 აგვისტო 2016 23:21
0
პირველ რიგსი ნორმალური ჩემპიონატის გაკეთება არის საჭირო მარტო დინამო ვერფაერს გააკეთებს თუ ჩემპიონატი არ არიასებს და დღევანდელი ჩემპიონატი ჩემპიონატი არ ქვია ძალიან დაბალი დონეა მე არ მესმის ჩევნთან ვინ უნდა ჩამოვიდეს და ითამაშოს
მიშა
26 აგვისტო 2016 23:02
0

სიახლეები პოპულარული