"ჩეფერინის ხედვა ძალიან სასარგებლოა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სფფ-ის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

2016 წლის 14 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სლოვენიელმა ალექსანდერ ჩეფერინიმ გაიმარჯვა.

- უეფას ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია, პლატინი ოფიციალურად წავიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ათენში გამართულ არჩევნებზე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა და მან მხარი ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას დაუჭირა.

"სასიხარულოა, რომ გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელსაც ჩვენ ვუჭერდით მხარს, რადგან სრულად ვიზიარებთ მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, მისი ყველა ქმედება იქნება ფეხბურთის ინტერესების
სასიკეთოდ მიმართული. ამასთან, ის სამოქმედო სტრატეგია და ხედვა, რომელიც აქვს ალეკსანდერ ჩეფერინის, არის ძალიან სასარგებლო ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული