ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა დაიწყო

AutoSharing Option
26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვია და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის აღსანიშნავად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების "აიას" და "ბაგრატის" მოთამაშეები, პატარა მორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება.
მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და "Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19-წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

Sportall.Ge

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
სტადიონები უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ბევრი და მაქსიმალურად ყველა რეგიონში.ზღვისპირეთი ასევე სამეგრელო, გურია,ამის გაკეთების შემთხვევაში თაობები აცილებლათ წამოვა.
bebeto
19:00 26-09-2016
0
სტადიონს ტრიბუნები ექნება საფეხბურთოს, ისე რათ გვინდა ტყუილა მასეთი იაფასიანი სტადიონები, ქუთაისში მთავარია გაკეთდეს საფეხბურთო სტადიონი რომელიც დააკმაყოფილებს ყველანაირ მოტხოვნას,სადაც შესაძლებელი იქნება ევროპული ტურნირების ჯგუფური ეტაპის მასპინძლობა..გაითვალისწინეთ..ქუთაისი იმსახურებს ერთ წესიერ კოხტა საფეხბურთო სტადიონს მინიმუმ 20 ათასიანი ტევადობით
qutaiseli
19:51 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული