კობიაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ განახორციელა; ასევე - საქართველოში დაგეგმილ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
"მადლობას ვუხდი ბატონ ჩეფერინს, რომ მისი პირველი ვიზიტი უეფა-ს პრეზიდენტის რანგში განხორციელდა საქართველოში.
ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა შეხვედრები მასთან. ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ მისი მხარდაჭერა, რადგან ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. მოხარულები
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უეფა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.
"ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს, ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს", - განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
მომზადებულია interpressnews.ge-სა და gff.ge-ს მიხედვით