ანდრეი შევჩენკომ თავისი თაობის სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძე არ შეიყვანა

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს, რომელიც კიევის "დინამოსა" და "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ახლახან მისი თაობის ვარსკვლავთა სიმბოლური ნაკრების შედგენა სთხოვეს. შევჩენკოს რჩეულთა შორის ის ვარსკვლავები უნდა შეეყვანა, რომლებთან ერთადაც ერთ გუნდში ან წინააღმდეგ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ვერც შევჩენკოს რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა და ვერც - სათადარიგოებში.

ანდრეი შევჩენკოს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი.
მცველები: კაფუ, ჯონ ტერი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი.
ნახევარმცველები: კაკა, სტივენ ჯერარდი, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი.
თავდამსხმელები: რონალდო,
უეინ რუნი.

სათადარიგოები: პეტრ ჩეხი, კარლეს პუიოლი, მიხაელ ბალაკი, ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო.

მომზადებულია fourfourtwo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 39 /
აუეე
Auee
05 ოქტომბერი 2016 02:29
0
კარგი სიმბოლურში არ შეიყვანეს,მაგრამ ეს ჩაწიხვლა რაა?აი ასე ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა.
vaigulSematkivrebs
05 ოქტომბერი 2016 01:27
0
ეჰჰ შევა შევა. კაცმა რებროვი არ დაასახელა, არადა ყველას გვახსოვს იმ დინამოში რა ტანდემი იყო. ასე რომ კალაძე
რა გასაკვირია
dudu
04 ოქტომბერი 2016 23:57
0
რომლის მაგივრად უნდა შეეყვანა კალაძე?
gabrieli
04 ოქტომბერი 2016 23:30
0
კალადზე იყო იღბლის ბუკეტი და საშუალო დონის მოთამაშე.
gocha
04 ოქტომბერი 2016 23:09
0
ისეთი ძირითადი და პლუს სათადარიგო შემადგენლობები დაასახელა,რომ მათ გვერდითკალაძე რა სახსენებელია???გულახდილად ვაღიაროთ
giorgi
04 ოქტომბერი 2016 22:38
0
ქინქლაძე არ შეიყვანა და კალაძე რა გასაკვირია :))
zura
04 ოქტომბერი 2016 21:43
0
რუსებს აქვთ გამოთქმა მეგობრობა მეგობრობაა,საქმე კი საქმე.ნეტავი ჩვენმა მმართველებმაც იცოდნენ ეგ.მაგ დროს კანავაროც თამაშობდა,მართლა საოცარი მცველი და კალაძის ადგილიამ ნაკრებში ნამდვილად არ არის.ასე რომ ავტორის სულისკვეთებას ვერ მივიღებ,შევჩენკო მართალია.
სოსო
04 ოქტომბერი 2016 19:42
0
რა რახან ახლობელი, მაგიტომ უნდა დაესახელებინა? იმიტომ გვერხევა ქართველებს რომ მაგაშიც ძმაკაცობა გვინდა გამოჩნდეს, რაც თქვა თავისი ნაღდი აზრია
tamazino
04 ოქტომბერი 2016 19:42
0
კალაძე იტალიელებმა შეიყვანეს იტალიის სიმბოლურ ნაკრებში, როგორც ერთ-ერთი დუბლის ავტორი:-)))
ჯანო ჯანდიერი
04 ოქტომბერი 2016 19:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული