ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს თბილისისა და აჭარის 13-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები დაუპირსპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა აჭარლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და "რეგიონთა თასის" ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გუნდებს ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და წინსვლა უსურვა.
"რეგიონთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ფიფაში და დაფინანსება სწორედ მათგან მოვიპოვეთ. ამ პროექტის მთავარი
ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და III-IV ადგილის მფლობელი სამეგრელოსა და აფხაზეთის გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.
13-წლამდელთა "რეგიონთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად ჩაატარა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა 16 რეგიონული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა - კიმ პაულსენმა ჩაუტარა.