სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი: დაისაჯნენ კლუბებიც და ფეხბურთელებიც

AutoSharing Option
10 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელიც 7 საათს გაგრძელდა.

სხდომაზე სხვადასხვა დარღვევის გარდა, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებული ანგარიშები განიხილეს.

სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა რაპორტი, გაეცნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურისგან მიღებულ შუამდგომლობებსა და დამატებით მასალებს, მოუსმინეს მხარეებს და დაადგინეს:

1. საფეხბურთო კლუბი ხარაგაულის "ჩხერიმელა" თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ რაპორტში მოხვედრის გამო დაჯარიმებულია 10 000 ლარით და მოხსნილია პირველი ლიგის გათამაშებიდან. გადაწყდა, რომ დარჩენილ მატჩებში
ჩაეთვალოს 0:3 წაგება, ხოლო აქამდე ჩატარებული მატჩების შედეგები დარჩეს ძალაში და მის მიერ დაგროვილი ქულების ანულირება მოხდეს.

2. საფეხბურთო კლუბი ხონის "იმერეთი", თფა-ს რაპორტის მიხედვით, მხილებულ იქნა თბილისის "მარკ სტარსთან" მატჩის შედეგზე მანიპულირებაში. მატჩის ანგარიში გაუქმდა, "იმერეთს" პირველი ლიგის გათამაშებაში დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო "მარკ სტარსს" ჩამოერთვა 3 ქულა.

3. ზუგდიდის "ოდიში 1919" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" გამართული მატჩის შედეგზე შესაძლო მანიპულირების გამო დაისაჯა 6 ქულის დაკლებით და 10 000 ლარით.

4. ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ხელმეორედ განიხილა მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის საკითხი და თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება მატჩის შედეგის გაუქმებისა და გუნდებისთვის 6-6 ქულის ჩამორთმევის, ასევე, 10-10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა.

სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აგრძელებს მუშაობას საეჭვო მატჩების გამოსავლენად, რადგან მსგავსი ქმედებები უპირველესად აზარალებს ქართულ ფეხბურთს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კლუბებს, დაიცვან სამართლიანი თამაშის პრინციპები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ითანამშრომლონ სფფ-სთან, არ შევიდნენ გარიგებაში.

თფა-ს ანგარიშების გარდა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სხვა საკითხებიც, რომლებზეც მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი ვლადიმირ კორობკა დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2000 ლარით.

2. "ზუგდიდი" - "სიონის" მატჩზე გულშემატკივრების ქცევის გამო "ზუგდიდი" დაისაჯა 6500 ლარით და მასპინძლის სტატუსით გამართულ მომდევნო მატჩში ითამაშებს უმაყურებლოდ.

3. მეორე ლიგაში "გარეჯი" - "დურუჯის" შეხვედრაში მასპინძელთა ფეხბურთელი ზაზა კობახიძე მსაჯის მიმართ მუქარის შემცველი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 750 ლარით.

4. მეორე ლიგის მონაწილე კლუბს, სენაკის "ეგრისს" დებულების დარღვევის გამო - უცხო ქვეყნის მოქალაქის არამართლზომიერი მონაწილეობა - სამ მატჩში, ზუგდიდის "ჩელასთან", ჩხოროწყუს "ლესიჭინესთან" და ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" ჩაეთვალა 0:3 წაგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამგურალს რამდენჯერ უნდა აარიდონ თვალი, 0-6 იმერეთთან რა იყო. ვინ ტყუვდება ამით კარგით რა. თუ სამგურალის აწევა თავიდანვე გეგმაში გქონდათ?
lurjimela
12 ნოემბერი 2016 22:28
0
საინტერესოა "მარკ სტარი" -"მერანის" მატჩი თუ ნახეთ მარტვილის მეკარემ რა გოლი გაუშვა და საერთოდ ძალიამ მოხშირდა ასეთი გოლები პირველ ლიგაში და რისი მიმანიშნებელია ალბათ ყველა ხვდებით
sapovnela
12 ნოემბერი 2016 20:06
0
თავის გამართლება არ ეშლებათ ახლა "ჩიხურა" წამოუწვება "გურიას' , როგორც პირველ მატჩში ეს ხომ წინასწარ იყო დაგეგმილი ალა კი მიზეზი აქვთ საჩემპიონო პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთო ფეხბურტელები უნდა დავასვენოთო საინტერესოა ამ ფაქტზე რა რეაქცია ექნება ფედერაციას ანაც როგორ ვერ დაინახეს, რომ საჩხერე მტელი ჩემპიონატია მაიმუნობს ვერცერთი უმაღლესი ლიფის ჩაწყობილი მატცი ვერ აღმოაცინეს სასაცილოა
imeda qobuleteli
12 ნოემბერი 2016 20:03
0
imeda cxinvaleli ნაღდი ხარ, მოტივაცია არ გვაქვსო და დათმობენ საჩხერელები თამაშს ეჭვი არავის შეეპაროს. ვაძლევი გარანტიას, თუ ამას იკადრებენ საჩემპიონო თამაშს ისე წააგებენ როგორც მარტვილში თასზე
Celearena
12 ნოემბერი 2016 20:03
0
იმედია სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური კარგად დააკვირდება ლანჩხუთში გურიას და ჩიხურას თამაშს, იმიტომ რომ წინასწარ იცის ყველამ, რომ საჩხერე დაწვება. აბა, თქვენ იცით//////////////////////////////////////////////////// თორემ დაბალ ღობეზე გადახტომა იოლია
imeda cxinvaleli
12 ნოემბერი 2016 19:32
0
ან ლიახვი-სამგურალიც ხომ იყო ჩაცყოფილი ან ხონი-ლიახვი
gladiatori
12 ნოემბერი 2016 04:40
0
სალხინო ბეთლემზე გაირკვა რამე?
gulshematkivari
11 ნოემბერი 2016 22:06
0
ხარაგაული-წყალტუბო 1-6 ტუ ხარაგაული დაისაჯა მეორე გუნდი რატომ არ დასაჯეტ ორივე გუნდი მონაწილეობდა გარიგებასჰი
gladiatori
11 ნოემბერი 2016 18:30
0
წყალტუბო-ცჰხერიმელა 4-3 ლიახვი-სამგურალი 3-5 ცჰხერიმელა-სამგურალი 1-6 იმერეტი-სამგურალი 6-0 ყველა ეს ტამაში გაკეტებული იყო. მეტი გოლი. ტვალი გაახილეტ. წველგან სამგურალი ურევია და უნდა დაისაჯოს
gladiatori
11 ნოემბერი 2016 18:29
0
ხარაგაული-წყალტუბო 1-6 ტუ ხარაგაული დაისაჯა მეორე გუნდი რატომ არ დასაჯეტ ორივე გუნდი მონაწილეობდა გარიგებასჰი
gladiatori
11 ნოემბერი 2016 18:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული