18 წლის მოყვარული ფეხბურთელი ქობულეთის "შუქურაში" სინჯებზე მიიწვიეს

AutoSharing Option
18 წლის მოყვარული ფეხბურთელი მერაბ ბოლქვაძე დღეიდან ქობულეთის "შუქურას" U19 გუნდში ივარჯიშებს და სინჯებს გაივლის.

მერაბ ბოლქვაძემ, "მოყვარულთა თასის" შუახევის მუნიციპალურ ეტაპზე, სოფელ შუბანის სამოყვარულო გუნდის შემადგენლობაში წარმოაჩინა თავი.

ფეხბურთელის სინჯებზე მიწვევის ინიციატორი "შუქურას" პრეზიდენტი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე გახლავთ.

"მოყვარულთა თასის" გათამაშების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის გუნდი მადლობას უხდის ბატონ რევაზს, კლუბ ქობულეთის "შუქურას" და წარმატებებს უსურვებს ფეხბურთელს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები მერაბს და მადლობა ჩელეს
MOYVARULI FEXBURTELI
01:23 16-12-2016
0
აბა შენ იცი, წარმატებები
lado
14:36 23-11-2016
0

სიახლეები პოპულარული