ოთარ კიტეიშვილით ორი ევროპული კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კიტეიშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის გადაბირებით ორი ევროპული კლუბია დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენელმა გოგა გახოკიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, კიტეიშვილის ტრანსფერის თაობაზე უფრო კონკრეტულად საუბარი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გახდება შესაძლებელი, ამჟამად კი მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ 20 წლის ქართველი ნახევარმცველით დაინტერესებული კლუბები ჰოლანდიიდან ან ბელგიიდან არ არიან.

- ოთარ კიტეიშვილი: როცა ქვეყნის ღირსებას იცავ, შენზე ბედნიერი არავინაა

ოთარ კიტეიშვილი საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში სისტემატურად გამოდიოდა. ცოტა ხნის წინ ის ეროვნულ გუნდში ვლადიმირ ვაისმაც მიიწვია, თუმცა ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუს გოგა გახოკიძესთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ფეხბურთელს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო,უდავოდ კარგი მოთამაშეა,წასვლას რაც შეეხება, ევროპაში თამაში ადვილი არაა ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს, ამიტომ წასვლას თუ დააპირებს ყველაფერი კარგად უნდა გათვალონ.იქ წასული ფეხბურთელი ბევრი უნახია ქართველ გულშემატკივარს მაგრამ მერე იმათი კარიერა უკან უკან წასულა ზოგიც სულ გამქრალა საფეხბურთო რადარებიდან რაც ყველაზე ცუდია,მოკლედ რომ ვთქვა წასვლაზე არ უნდა აჩქარდეს თუ რამე მართლაც რეალური ვარიანტი არ აქვს.
bebeto
20:37 25-11-2016
0
თუ ვინმე ცოტა ნიჭიერი გამოჩნდა საქართველოში გახოკიძე ყველაზე მასე იძახის "5 ევროპული კლუბია დაინტერესებული" მაგრამ ჯერ ევროპაში ამის წაყვანილი არავინ მინახავს/
zaza
18:49 25-11-2016
0

სიახლეები პოპულარული