არხზე რამდენიმე ცნობილი სახე იმუშავებს. მათ შორისაა დიმიტრი ობოლაძე, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ველაპარაკეთ თავად არხის დამფუძნებელ კოტე ჯორბენაძესაც:
დიმიტრი ობოლაძე:
- "სეტანტას" ორი არხი იქნება საქართველოში. გულშემატკივარს შევთავაზებთ იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს, ასევე, შოტლანდიის ჩემპიონატს, ინგლისის თასის გათამაშებას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს. ახალი
- "სეტანტა" აქამდეც მაუწყებლობდა საქართველოში. ეს არხი რუსულს ჩაენაცვლება?
- დიახ, რუსულს ჩაანაცვლებს.
- ეთერში როდის გახვალთ?
- სავარაუდოდ, 11 დეკემბრიდან ეთერში ვიქნებით.
კოტე ჯორბენაძე:
- ჩვენი არხის მაყურებელს შეეძლება, თავად აირჩიოს ის ენა, რომელზეც სურს რეპორტაჟის ყურება. შესაძლებელი იქნება არჩევანის გაკეთება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს შორის.
- კომენტატორთა კონტინგენტი უკვე შეარჩიეთ?
- ჩვენთან იქნება დიმიტრი ობოლაძე, ასევე, ნოდარ სიმსივე. ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორი და, ამავე დროს, მსახიობიც. მოგეხსენებათ, "ჰეროკრატიაში" თამაშობს...
რაგბის რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება. იცით, რომ ტოპ14-ში ქართველი მორაგბეები თამაშობენ...
ვაპირებთ კონტინგენტის გაფართოებასაც.
- თქვენი ეთერი მთელ საქართველოს მოიცავს?
- დიახ, მთელ საქართველოს, ოღონდ - თანდათანობით. ეტაპობრივად, ყველა ოპერატორზე გავალთ.
- ხომ არ აპირებთ, ყურადღება მიაქციოთ საქართველოს შიგნით მიმდინარე სპორტულ მოვლენებსაც?
- რა თქმა უნდა, ესეც გვაქვს გეგმაში.
- ცალკე გკითხავთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ფედერაცია ამისთვის სპეციალურ არხს კი ქმნის, მაგრამ ჩვენს პირველობას ზედმეტი პოპულარიზაცია არ აწყენდა...
- იყო ამის თაობაზეც ლაპარაკი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები!
რა მიმიტები და მდორე გემოვნებისაა, ქართველი ტელემაყურებელი, ობოლაძეს ვინც დანატრის...