"შერიფი 2016"-ის თასში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა: თბილისის "დინამო", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", ყაზახეთის ნაკრები, კიევის "დინამო", კონსტანცას "ვიიტორული" და ტირასპოლის "შერიფი".
თბილისის "დინამო" ჯგუფში კიევის "დინამოსთან" და კონსტანცას "ვიიტორულთან" ერთად იყო. დინამოელებმა "ვიიტორულს" ანგარიშით 2:0 მოუგეს, ხოლო უკრაინელებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ამით ქართველებმა მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.
U17. ზენიტი-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 ბაბუნაძე (28), 0:2 კვარაცხელია (40+1), 0:3 გოგრიჭიანი (74)
მამარდაშვილი (თვალოძე 75), ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ხარშილაძე, უგრეხელიძე (ცაკაძე 75), დარციმელია, კავარცხელია (გაბიტაშვილი 55), ბაბუნაძე (გოგრიჭიანი 70), დავითაშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (ხარშილაძე 41), მექვაბიშვილი
ფოტო: fcdinamo.ge