azerisport-ის იდეა: საქართველო, აზერბაიჯანი და რუსეთი ერთად კავკასიის ლიგაში

AutoSharing Option
უეფამ ბალკანეთის ლიგის იდეა მოიწონა, რომელშიც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას და ეს ლიგა უკვე 2018 წლიდან რეალობად იქცევა და ეროვნული პირველობების პარალელურად ჩატარდება.

ანალოგიური ტურნირის მოწყობის იდეით გამოდის აზერბაიჯანული საიტი azerisport.com. ბუნებრივია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აზერბაიჯანელები იდეაშიც კი არ უშვებენ, რომ ასეთ ლიგაში სომხური კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

"ასეთ ტურნირზე შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქართულმა და აზერბაიჯანულმა კლუბებმა. აგრეთვე, იმ რუსულმა კლუბებმა, რომლებიც კავკასიის რეგიონს წარადგენენ. ლიგაში სულ მცირე, 12 გუნდი იქნება (4-4 თითო ქვეყნიდან), შეიძლება დაემატოს მათ 2 მოწვეული კლუბი.

მაგალითისთვის, ასეთ ლიგას მივიღებთ: "ყარაბაღი", "გაბალა", "ინტერი", "ნეფთჩი", თბილისის "დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა", ბათუმის "დინამო", "ტერეკი", "ანჟი", ვლადიკავკაზის "სპარტაკი" და ნალჩიკის "სპარტაკი".

ტურნირი შეიძლება გაიწეროს მთელ სეზონზე, როგორც ამას ბალკანეთის ლიგის ორგანიზატორები გეგმავენ. 12 კლუბი 4 ჯგუფად დაიყოს და 2-2 პლეი ოფში გავიდეს. ჯგუფური ეტაპი - შემოდგომით, პლეი ოფი კი - თებერვლიდან.

რა თქმა უნდა, ისეთი გუნდებისთვის, როგორიც "ყარაბაღი" და "გაბალაა", ასეთი გრაფიკი შესაძლოა, რთული გამოდგეს, თუკი ეს გუნდები ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, მაგრამ აქაც შეიძლება გამოიძებნოს ფანჯარა თამაშისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ფინანსები იქნება. სპონსორების მოძიება გართულდება. თუმცა, ტურნირი შეიძლება გახდეს ფინანსურად მიმზიდველი კლუბებისთვის.

არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს იდეა, მაგრამ გულშემატკივრებს მეტი საინტერესო მატჩები ესაჭიროებათ, თანაც, გეოგრაფიული თვალსაზრისით და თანაც, მონაწილე გუნდებს შორის არ იქნება დიდი დაშორება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
9 zona. _сссг maxsovs ukan davbrundet kavshirshi? Done aamaglet rom xalxma iaros stadionebze esaa. Gamosavali
chipo
12:48 17-12-2016
0
.. da Torpedo veraaaa - saqartvelos otxeulsac ver qachaaavs ?
Givia
12:50 17-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული