თორნიკე ოქრიაშვილი: ამ ბედნიერებას ვერ გადმოვცემ, ეს უნდა შეიგრძნო!

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია!

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

ამ წელს მან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა საქართველოს ნაკრების მაისურით - თბილისში ყაზახეთთან (1:1), ხეტაფეში ესპანეთთან ისტორიულ მატჩში (1:0), ხოლო კარდიფში - ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, უელსის ნაკრების (1:1) კარში თავური დარტყმით.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ოქრიაშვილმა საკლუბო სეზონიც
მშვენივრად დაასრულა - რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, სანკტ-პეტერებურგის "ზენიტთან" ბოლო წამზე გატანილი "მაკრატელათი" მთელი რუსეთი აალაპარაკა...

-  თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

- უპირველესად, საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას გილოცავთ! ეს პრიზი პირველად გადმოგეცათ...
- ძალიან მინდოდა, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ! ამ ბედნიერებას ვერ გადმოსცემ, ეს უნდა შეიგრძნო!..

- სეზონში რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარეთ, განსაკუთრებით - ესპანეთისა და უელსის ნაკრებებთან, ასევე "ზენიტთან" - "კრასნოდარის" შემადგენლობაში...
- სამივე ამ შეხვედრაში გატანილი გოლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- ყველა ჩემპიონატი სპეციფიკურია. რას ფიქრობთ, რუსეთი სათქვენო პირველობაა?
- მთავარია, სადაც ხარ, იქ მაქსიმუმი გააკეთო. კარგად თუ ვითამაშებ, ყველა საჩემო ჩემპიონატი იქნება.

- "კრასნოდარში" თავს კარგად გრძნობთ?
- იდეალურად!

- "კრასნოდარის" მთავარი მწვრთნელი თავად იყო ტექნიკური ფეხბურთელი, რითიც რუსებში აშკარად გამოირჩეოდა და ბევრჯერ უთქვამს კიდეც, რომ ტექნიკური მოთამაშეები განსაკუთრებით მოსწონს...

- ეს რამდენჯერმე მითხრა - ჩემს თავს გამსგავსებო. ალბათ, იხუმრა. ის "ინტერში" თამაშობდა და ძალიან მაგარი ნახევარმცველი იყო.

- მომავალი 2017 წელი როგორ წარმოგიდგენიათ და როგორს ისურვებთ?
- უპირველესად, მინდა, ჩემს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ჯანმრთელობა ვუსურვო; ძალიან მინდა, წარმატებული იყოს ეს წელი საქართველოს ნაკრებისა და ჩემთვისაც, მთელ საქართველოს ბედნიერებასა და სიხარულს ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები თორნიკეს...!
შოთა
13:23 29-12-2016
0
გაიხარე თოკო, დამდეგს ახალ წელს გილოცავ, დიდი წარმატებების წელი ყოფილიყოს შენთვის და შენი ოჯახისთვის.
gizog
19:03 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული