საქართველოს სუპერთასის პირდაპირ ტრანსლაციას "ტვ პირველი" განახორციელებს

AutoSharing Option
გუშინ, 22 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ "ფეისბუქ გვერდზე" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 26 თებერვალს, მარტვილში გასამართი სუპერთასის მატჩის ტრანსლაციას "ტვ პირველი" უზრუნველყოფს.

სუპერთასი, რომელშიც ერთმანეთს "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან, 26 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.

გუშინვე გულშემატკივარში გაჩნდა კითხვა, ხომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც "ტვ პირველი" გააშუქებდა. როგორც შევიტყვეთ, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ჩემპიონატს არა "ტვ პირველი", არამედ სხვა არხი გააშუქებს. თუ კონკრეტულად რომელი, ამას ფეხბურთის ფედერაციის პრეზენტაციაზე შევიტყობთ, რომელიც
უახლოეს დღეებში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ყოველთვის ალბათ ამჯერადაც რიონი გააშუქებს
lelo
23:18 23-02-2017
0
დავესწროთ ჩემპიონატის მატჩებს აუცილებელია.
kika
17:36 23-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული