
"შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია, მაგრამ "დილაც" შეთამაშდა და ფინალში ჩვენი შანსებიც გაიზარდა.
შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რა მდგომარეობაშიც მეორე ეტაპის დასაწყისში ვიყავით. სხვათა შორის, ფეხბურთელების ტრავმები და დისკვალიფიკაციებიც ხელს გვიშლიდა და სასურველი შემადგენლობით ვერ ვთამაშობდით, ხან ვინ გვაკლდა და ხან - ვინ.
მართალია, ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ფინალი წელიწადში ერთხელ იმართება და სეზონის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ".
საქართველოს ეროვნული და
და აი, 24 წლის ფორვარდმა უგოლო სერია მარტვილში "მერანთან" შეხვედრისას შეწყვიტა, როდესაც მასპინძლებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა.
ცხადია, ამხელა პაუზის შემდეგ რეზო ძველებურად ეფექტურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ფორმის აღდგენის იმედი აქვს.
"ესტონეთთან შეხვედრის შემდეგ არაერთი პრობლემა შემექმნა, რამდენიმე ტრავმა, ოპერაცია, ნერვიულობა და იმედგაცრუება გადავიტანე. ამიტომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი პატარა ბავშვივით გამიხარდა და საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნდა.
იმედია, ახლა მაინც მოვახერხებ ფორმის აღდგენას და "დილას" დახმარებას. გუნდს თასის მოპოვებაში უნდა შევეშველო", - ამბობს ბარაბაძე.
რევაზ ბარაბაძე: იმედი დამიბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"