გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს თემურ შალამბერიძეს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა, ახლა კი ასევე პირველად გაიყვანს გუნდს თასის ფინალში.
თემურ შალამბერიძემ 25 მაისს საღამოს "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენცია ჩაატარა და სეზონის ღირსეულად ჩამთავრების იმედი გამოთქვა.
- შესაძლოა, ფეხბურთში მოტივაცია კლასზე მნიშვნელოვანიც იყოს. ბევრი კი ფიქრობს, რომ ჩემპიონი "ზესტაფონი" ფინალში ემოციურად და ფიზიკურად დაცლილი იქნება და შესაძლოა, ეს ფაქტორი თქვენი მეკავშირე გახდეს.
- მე კი პირიქით მგონია. "ზესტაფონის"
მეც ასე მგონია - "ზესტაფონი" უდიდესი მოტივაციით ითამაშებს.
- ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, მეტოქეს თავს ვინ მოახვევს საკუთარ თამაშს. მოტივირებული "ზესტაფონის" წინააღმდეგ თამაში კი ძალიან ძნელია.
- ფინალში ჩვენს მეტოქეს ჩემპიონატში ორი შეხვედრა კი მოვუგეთ, მაგრამ ეს არის ფინალი, სადაც ყველა ბოლომდე იხარჯება.
ძნელ მატჩს იმიტომაც ველოდებით, რომ 5-6 წელია, ჩვენი მოწინააღმდეგე სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს, მოთამაშეები ერთმანეთს თვალდახუჭული გრძნობენ და უსიტყვოდ ესმით, ვინ, სად და როდის ითხოვს პასს.
მაგრამ არავინ იცის, ფინალში რა თამაში იქნება. ჩვენ შევეცდებით, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მაყურებელს იმედები გავუმართლოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მგონი, მათ კლასში ეჭვი არავის ეპარება.
რა შედეგსაც ამ ბიჭებმა მოკლე დროში მიაღწიეს, მიმაჩნია, რომ ესეც დიდი მიღწევვა. ამ შემადგენლობის შენარჩუნებით კი მომდევნო სეზონში "დილა" ბევრად უფრო ამბიციური გუნდი გახდება.
- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის?
- სამწუხაროდ, სრულად ვერ მომჯობინდნენ ირაკლი ლექვთაძე და გიორგი ილურიძე. მართალია, ბოლოს ორივე ვათამაშეთ, მაგრამ მეეჭვება, 90 წუთის ჩასატარებლად მზად იყვნენ. არადა, ჩვენთვის ორივე ძალიან საჭირო ფეხბურთელია.
თემურ შალამბერიძე: მოტივაცია მეტოქესაც ექნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"