გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

AutoSharing Option
საქართველოს თასის ყველაზე სკანდალური და დაძაბული ფინალის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ემოციური კომენტარები გააკეთეს.

ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა.

გიორგი ყიფიანი ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):

"უპირველესად, მინდა კომენტარი გავაკეთო არა როგორც "ზესტაფონის" წარმომადგენელმა, არამედ, როგორც ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანმა და გულშემატკივარმა.

ასე მგონია, რაც დღეს მოხდა, არაფერში წაადგება ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული.

რამდენი მაყურებელი შეიკრიბა და დღეს ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი გუნდის თამაში, იმიტომ, რომ ასე იყო დაგეგმილი.

ამ
განცხადებას თამამად გავაკეთებ. მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, მაყურებელს თამაში რომ არ ეხილა და ეხილა სხვა რამე, რაც მოიცავს სიბინძურეს. ეს არ დაასხამს წყალს ქართულ ფეხბურთს და მის განვითარებას.

რაც დღეს ხდება, ამაზე დღეს უნდა ითქვას. და თუ ხვალ ეს არ გამოსწორდება, მაშინ ტყუილად ვლაპარაკობთ ქართული ფეხბურთის მომავალზე და ერთმანეთს, უბრალოდ, ვატყუებთ და ამაში დროს ვკარგავთ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არაფერს ვერჩი. გორის "დილას" მინდა მივულოცო თასის აღება, მაგრამ რაც დღეს მოხდა, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, უნდა გაშუქდეს და პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით".

ასევე, იხილეთ
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული

თემურ შალამბერიძე: პენალტი დასანიშნი იყო, "ზესტაფონის" მცველი - გასაგდები

გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

გიორგი ონიანი: მსაჯისგან აშკარა ჩაგვრამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა

მათე ვაწაძე: ჩვენი მიზანი თასი იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ

ლაშა სალუქვაძე: მჯერა, თასებსა და ჩემპიონობას კიდევ მოვიპოვებთ

გოჩა ხოჯავა: თასის ფინალში დაძაბულობა რომ არ იყოს, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული